Thumbnail
რა გუნდია და როგორ ფორმაშია შვეიცარია

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის პირველი ტურის მატჩისთვის, საქართველოს ნაკრების დარად, მზადება მისმა მეტოქე შვეიცარიამაც დაიწყოს. დღეს ვლადიმირ პეტკოვიჩმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა. 

პეტკოვიჩი ამბობს, რომ ნოემბრის წარმატებული მატჩი ბელგიასთან (5:2) უკვე წარსულია, თუმცა "ვლადო" დარწმუნებულია, რომ ეს მოგება შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელებს თვითრწმენას განუმტკიცებს საქართველოსა და დანიის ნაკრებებთან დაპირისპირების წინ.

ბელგია შარშანდელი თოვლია

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კარგ სტარტს. კარგ შედეგს შესაბამისი დინამიკით მოყვება წარმატებები. ასეთივე პოზიტიური დინამიკა შევიქმენით ჩვენ მუნდიალზე", - ამბობს პეტკოვიჩი, რომელიც დარწმუნებულია, რომ თბილისში მძიმე მატჩი ელით:

ჯერ საქართველო, მერე დანია

"მოდი, ჯერ დანიაზე ნუ ვილაპარაკებთ, ჯერ საქართველოსთან მატჩი გვაქვს და ჩვენ საქართველოსთან დაპირისპირებაზე გავაკეთებთ კონცენტრაციას. დანიაზე კი მერე ვილაპარაკოთ". 

მერე რა, რომ ჩაკვეტაძე არ ჰყავთ...

"თბილისში დავუპირისპირდებით გუნდს, რომელმაც ერთა ლიგაზე 6-დან 5 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა და ამიტომაც მისი თვითრწმენა მაღალია.

ქართველების ფეხბურთი რუსული სტილისაა, ცოტა ბრაზილიური იდეით. საქართველოს ნაკრები მუდამ შემართული, კრეატიული და ტექნიკურია. შინ, 50-60 ათასი მაყურებლის წინაშე ეს გუნდი დიდი სიამაყით თამაშობს. 

ჩვენ ფავორიტები ვართ, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰყავთ უმთავრესი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე". 

სეფეროვიჩის ტრავმაზე

"ჰარის სეფეროვიჩი კარგი ფეხბურთელია, ის ჩვენ ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ ჩვენ ისეთი სისტემა შევქმენით გუნდში, რომ ერთი ფეხბურთელის გამოკლება მასში შეფერხებას ვერ შეიტანს".

XS ისევ მთავარია

შვეიცარიელთა ლიდერი ჯერდან შაჩირი ლივერპულში ცოტას თამაშობს: "არ არსებობს ობიექტური მიზეზი, რატომ არ უნდა ითამაშოს ჯერდან შაჩირიმ. ის, რომ მას სათანადო სათამაშო პრაქტიკა არა აქვს დიდი კლუბების თანმდევი ამბავია - ჯერდანი ლივერპულში თამაშობს, სადაც მოხვედრა ასე იოლი არ არის. XS ჩვენი გუნდის ისევ ცენტრალური ელემენტია". 

ლიხტშტაინერი სასტარტოში დაიწყებს?

მარჯვენა მცველის პოზიცია

გუნდს გამოაკლდა კევინ მბაბუ. აი, რას ამბობს პეტკოვიჩი: "კვირას მან კი ითამაშა, მაგრამ რაღაც აკლდა. მე კი ამ წუთისთვის საუკეთესო ფეხბურთელი მყავს. მარჯვენა მცველის პოზიციაზე შტეფან ლიხტშტაინერი და მიხაელ ლანგი მოიაზრებიან. თუ რომელიმე მათგანს რამე შეემთხვევა, და იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, მბაბუს გამოძახება ყოველთვის შემიძლია".  

კომენტარები

ბოლო ამბები