Thumbnail
  • ნაკრები თბილისის ზღვაზე შეიკრიბა
  • ვაისის განკარგულებაში ჯერ მხოლოდ 13 ფეხბურთელია
ვლადიმირ ვაისი
ფოტოები gff.ge

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის პირველი ორი ტურის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. გუნდი თბილისის ზღვაზე ზესტაფონის ბაზაზე შეიკრიბა. გუნდი ჯერ არასრული შემადგენლობითაა, სლოვაკი თავკაცის განკარგულებაში 13 ფეხბურთელია.

დღეს ამათ ივარჯიშეს: გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე, დავით ხოჭოლავა, ჯიმი ტაბიძე, გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა კანკავა, ჯანო ანანიძე, ვაკო გვილია, გიორგი მერებაშვილი, ჯაბა ჯიღაური, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, თორნიკე ოქრიაშვილი.

საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ინდივიდუალური ვარჯიშებით მონაწილეობდნენ გიორგი ქვილითაია (გენტი) და ვატო არველაძე (კორონა).

შეგახსენებთ, რომ გუნდში ერთი იძულებითი ცვლილება უკვე განხორციელდა, როცა ტრავმირებული ლაშა დვალი სარეზერვო სიიდან გიორგი ნავალოვსკიმ შეცვალა. ნაკრები სრული შემადგენლობით პირველ ვარჯიშს 19 მარტს ჩაატარებს. 

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს საქართველო 23 მარტს 18:00 საათზე გამართავს "დინამო არენაზე", მეტოქე შვეიცარიის ნაკრებია. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი) თორნიკე ოქრიაშვილი.

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ).

რეზერვი: ლაზარე კუპატაძე (ჟენესი, ლუქსემბურგი) ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი),  გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი ), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი) , გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო, ქუთაისი).

კომენტარები

ბოლო ამბები