Thumbnail

ფუტსალის ლიგა | მეოთხე ნახევარფინალისტი ქუთაისში გამოვლინდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გადამწყვეტ შეხვედრაში ქუთაისის მართვე ბსუ-ს უმასპინძლებს
  • ნახევარფინალის საგზური უკვე მოიპოვეს TMC თბილისმა, თელასმა და თსუ-მ

ფუტსალის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, თბილისი პლეიოფის  საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა. მეცამეტე ტურის შეხვედრაში, ბსუ-მ თბილისი 6:4 დაამარცხა და ლიგის საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად გადამწყვეტ შეხვედრას ქუთაისში 24 მარტს ადგილობრივი მართვეს წინააღმდეგ გამართავს.

მატჩი პირველივე წუთებიდან დაძაბული იყო. ბსუ-მ საწყის წუთებზე ორი სწრაფი გოლი გაიტანა. მალევე, თბილისმა წონასწორობა აღადგინა. შემდეგ,  ბათუმლებმა  სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა კიდევ ერთხელ აღდგა წონასწორობა, 4:4. უნივერსიტეტელების მეხუთე გოლი გარდამტეხი აღმოჩნდა, რის შემდეგაც თბილისმა ძალების მობილიზება ვეღარ შეძლო, 4:6.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ივერია 2017 TMC თბილისს დაუპირისპირდა. შეხვედრა მედიკოსების გამარჯვებით 12:0 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამ-სამი გოლი გიორგი სილაგავამ და ბორის ესებუამ გაიტანეს.

რეგულარული სეზონის ბოლო ტურის გადამწყვეტი შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში 24 მარტს გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.  ნახევარფინალის საგზურისთვის ბსუ ქუთაისის მართვეს დაუპირისპირდება. სტუმრებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ, მასპინძლებისთვის კი ფრეც საკმარისია. ნახევარფინალის საგზური უკვე მოიპოვეს TMC თბილისმა, თელასმა და თსუ-მ.

კომენტარები

ბოლო ამბები