Thumbnail

'26 წელიწადია, ვერ ვუგებთ და ეს ძალიან საწყენია' - რუსებმა მარცხი ასე ახსნეს

  • რუსმა მორაგბეებმა ბორჯღალოსნებთან დამარცხების შემდეგ კომენტარები გააკეთეს 
  • მათი აზრით, მარცხის მიზეზი შერკინებაში ქართველების უპირატესობა და ამინდი იყო

"ბორჯღალოსნებმა" 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში გამოსვლა კრასნოდარში რუსეთის ნაკრებთან მოპოვებული მორიგი გამარჯვებით (22:6) დაასრულეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

რუს "დათვებს" საქართველოს ნაკრებთან 1993 წლის შემდეგ არ მოუგიათ, ჯამში ამ ორ ნაკრებს შორის გამართული 23 მატჩიდან კი "ბორჯღალოსნებმა" გამარჯვება 21-ედ იზეიმეს. რუსმა მორაგბეებმა ქართველებთან მორიგ მარცხს თავისებური ახსნა მოუძებნეს.

ვასილი არტემიევი (რუსეთის ნაკრების კაპიტანი): "ერთადერთი უპირატესობა, რაც დღეს ქართველებს ჰქონდათ, შერკინებაში თამაში იყო. თავს ცუდად არ ვიცავდით და მეტოქეს შეცდომებიც დავაშვებინეთ. შერკინებაში უპირატესობის ხარჯზე, ქართველებმა რუსეთის ნაკრები წნეხში მოაქციეს. მეორე ტაიმში ჩვენ ნახევარს ვიყავით მიჯაჭვულნი. თავისი მონოტორული მუშაობით, საქართველოს ნაკრებმა დააგროვა ქულები და მიიღო შედეგი. სხვა მხრივ, დღეს საკმაოდ თანაბარი გუნდები თამაშობდნენ".

კრასნოდარის სტადიონზე მატჩის დროს საქართველოს დროშა ფრიალებდა

ტაგირ გაჯიევი (რუსეთის ნაკრების ვიცე-კაპიტანი): "საქართველოს ნაკრებს უპირატესობა შერკინებაში ჰქონდა. მათ ამინდიც ხელს აძლევდა. ბურთს ჩვენც ხშირად ვკარგავდით და ისინიც. ქართველებმა როგორც საკუთარი, ისე ჩვენი შერკინების დროს გვაჯობეს და ამის ხარჯზე უპირატესობას ფლობდნენ. ისინი კარგი დონის მორაგბეები არიან, დღეს კი ის გააკეთეს, რასაც საერთაშორისო დონეზე ყოველთვის აკეთებენ".

ალექსეი შჩერბანი (რუსეთის ნაკრების მორაგბე): "ამინდმა კორექტივები შეიტანა. ქართველებმა შერკინებაში თავიანთი უპირატესობა გამოიყენეს და ლელოები დადეს. ჩვენ შეცდომებს საკუთარ ნახევარში ვუშვებდით. ამ მომენტისთვის, ჩვენ მათზე სუსტები აღმოვჩნდით. რუსეთის ნაკრები ქართველებს უკვე 26 წელიწადია, ვერ უგებს და ეს ძალიან საწყენია. 

გიორგი თხილაიშვილის შეჩერებას სამი რუსი მორაგბე ამაოდ ცდილობდა

ანდრეი გარბუზოვი (რუსეთის ნაკრების მორაგბე): "რა თქმა უნდა, გვინდოდა საქართველოს ნაკრებთან წაგებათა სერიის შეწყვეტა. ქართველების შეჩერება მოვახერხეთ, შერკინებაში კი მათთან ბრძოლა პირველ ტაიმში გამოგვივიდა, მეორეში - აღარ. აგვისტოში საქართველოსთან ტესტ-მატჩი იგეგმება. მოვემზადებით ამ თამაშისთვის და მეტოქეს არაფერს დავუთმობთ".

📸 საქართველოს ნაკრების ტრიუმფის საუკეთესო კადრები

📸 რუსეთი 6:22 საქართველო - საუკეთესო კადრები

კომენტარები

ბოლო ამბები