Thumbnail

მილანური დერბი ინტერმა მოიგო - სან სიროზე 5 გოლი გავიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილანი 2:3 ინტერი
  • როსონერიმ უმნიშვნელოვანესი დერბი წააგო

იტალიის უმაღლესი დივიზიონის 28-ე ტური დერბი ‘დელა მადონინათი’ დასრულდა. 'სან სიროზე' მილანმა ინტერთან ამ სეზონში მეორე მატჩი წააგო და მეტოქეს 4 ქულით გასწრების საშუალება მისცა.

ნერაძურიმ ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა, როდესაც ლაუტარო მარტინესის გადაცემით ვესინომ ისარგებლა და ინტერი დააწინაურა. სპალეტის გუნდმა მეორე გოლი 51-ე წუთზე გაიტანა, როდესაც დე ვრეიმ პოლიტანოს გადაცემით შეძლო თავის გამოჩენა - 0:2.

მილანმა 6 წუთში ერთი ბურთი გაქვითა, ბაკაიოკომ სერია A-ში მილანის მაისურით პირველი გოლი გაიტანა. 66-ე წუთზე მსაჯმა მილანის კარში საკამათო თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გოლად იმავე ლაუტარო მარტინესმა აქცია და ინტერს ორბურთიანი უპირატესობა დაუბრუნა.

როსონერიმ საპასუხო გოლი ისევ სწრაფად გაიტანა - მატეო მუსაჩომ 71-ე წუთზე ანგარიში 2:3 გახადა და მილანელებს ქულის გადარჩენის შანსი დაუბრუნა. ბევრი მცდელობის მიუხედავად მეტის გატანა ვეღარ მოხერხდა, ინტერმა თავი წარმატებით დაიცვა და მატჩის მოგება შეძლო.

ნერაძურის 53 ქულა აქვს და მილანს 2 ქულით უსწრებს. მილანი 51 ქულით მე-4 ადგილზეა. მილანი ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში დარჩა - მათი მომდევნო მეტოქე სამპდორია იქნება.

Felling good! 🥰 #DerbyMilano

Posted by Inter on კვირა, 17 მარტი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები