Thumbnail
  • სეტონ ჰოლი 72:74 ვილანოვა
  • სანდრო მამუკელაშვილი - 7 ქულა, 14 მოხსნა
სანდროს დანქი ვილანოვასთან

სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა ბიგ ისტის კონფერენციის ფინალში NCAA-ს მოქმედ ჩემპიონ ვილანოვასთან ორი ქულით წააგო - 72:74.

მართალია, კონფერენციის ფინალი დათმო, მაგრამ სეტონ ჰოლი NCAA-ს ჩემპიონშიპის (მარტის სიგიჟე) მთავარ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რომლის საგზური გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისმა ვერ მიიღო. 

ფინალში სანდრომ 39 წუთში 7 ქულა, 14 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მოხსნებში სანდრო ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

ამ შეხვედრას "მედისონ სკვერ გარდენში" 19 812 ადამიანი დაესწრო.  

ჰაილაითები 

კომენტარები

ბოლო ამბები