Thumbnail
  • ბუდუჩნოსტი 91:82 ციბონა
  • გოგა ბითაძე - 24 ქულა, 4 მოხსნა

ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში მონტენეგროს ბუდუჩნოსტმა პოდგორიცაში 91:82 დაამარცხა ხორვატული ციბონა და სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა.

კლარკის პასი და გოგას დანქი 

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე იყო. 26:56 წუთში გოგამ 24 ქულა ჩააგდო (9-დან 7 ორქულიანი, ერთი სამქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო). გოგას ანგარიშზეა 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ბლოკი. ქართველმა 4 პერსონალური შენიშვნა მიიღო.

გოგა ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციენტი - 28 - მეორე შედეგია ტურში.

ბითაძის სუპერდანქი 

ადრიატიკის ლიგის მოქმედი ჩემპიონი ბუდუჩნოსტი ბრძოლას პლეი ოფში აგრძელებს. ნახევარფინალში მისი მეტოქე ცედევიტაა. ორივე გუნდმა ჩემპიონატი 16-16 მოგებით დაასრულა, თუმცა ხორვატები მე-2 ადგილზე გავიდნენ და ორ მოგებამდე პლეი ოფში მესამე მატჩის შინ გამართვის უფლებით სარგებლობენ. პლეი ოფის სტადია 23 მარტს იწყება. მეორე ნახევარფინალში ბელგრადული დერბია - ცრვენა ზვეზდა პარტიზანის წინააღმდეგ. 

ჰაილაითები 

კომენტარები

ბოლო ამბები