Thumbnail
  • ბაიერნმა გერმანიის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით
  • ბავარიულმა გრანდმა მაინცი 6:0 გაანადგურა
  • ხამეს როდრიგესმა ბუნდესლიგაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა

რა უნდა ყოფილიყო საუკეთესო წამალი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნით მიღებული ტკივილისთვის? ბევრი გოლი და 3 ქულა ბუნდესლიგაში!

ლივერპულთან მარცხიდან 4 დღის შემდეგ, მიუნხენის ბაიერნმა “ალიანც არენაზე” მაინცი 6:0 გაანადგურა და წამხდარი ხასიათი ოდნავ გამოიკეთა. ამ მოგებით რეკორდმაისტერმა სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა - მართალია, ბაიერნს და დორტმუნდს 26 ტურის შემდეგ 60-60 ქულა აქვთ, მაგრამ მიუნხენური გრანდი ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ლიდერობს.

ბორუსიამ შაბათს ჰერტა დრამატულ მატჩში 3:2 დაამარცხა და დორტმუნდელებს იმედი ჰქონდათ, რომ მაინცი რეკორდმაისტერს ქულებს დააკარგვინებდა, მაგრამ სანდრო შვარცის გუნდმა ბაიერნს მცირე წინააღმდეგობაც კი ვერ გაუწია. 6-დან 3 გოლი ხამეს როდრიგესის ანგარიშზეა - კოლუმბიელმა ბუნდესლიგაში ჯერ თავისი პირველი დუბლი, მერე კი პირველი ჰეთ-თრიკიც შეასრულა.

ბუნდესლიგის ბოლო 3 მატჩში ბაიერნის ბურთების შეფარდებაა 17:1 და ეს დორტმუნდში ძალიან აშინებთ! საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 3 კვირის წინ, ბორუსიას ბაიერნზე 7-ბურთიანი უკეთესი შეფარდება ჰქონდა. მაგრამ მერე იყო რეკორდმაისტერის დიდი გამარჯვებები გლადბახთან (5:1), ვოლფსბურგთან (6:0) და ახლა მაინცთან (ისევ 6:0).

ბაიერნი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ბუნდესლიგის ზედიზედ 3 მატჩში მინიმუმ 5 გოლი გაიტანა! 

ბაიერნი 6:0 მაინცი

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (3), 2:0 ხამეს როდრიგესი (33), 3:0 კომანი (39), 4:0 ხამეს როდრიგესი (51), 5:0 ხამეს როდრიგესი (55), 6:0 დევისი (70)

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ბოატენგი, ალაბა (59. დევისი) - ტიაგო ალკანტარა - თ. მიულერი, ხამეს როდრიგესი (73. რაფინია), გორეტცკა, კომანი (66. რიბერი) - ლევანდოვსკი.

მაინცი (4-1-4-1): ფ. მიულერი - ბროზინსკი, ბელი, ა. ჰაკი, ნიახატე - გბამინი - ონისივო, იოზთუნალი (75. დონატი), ლატცა, ბოეტიუსი (46. კუნდე) - მატეტა (63. აარონი).

ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი კარგ ხასიათზეა

 

კომენტარები

ბოლო ამბები