Thumbnail

ლივერპული სანაკრებო პაუზას ლიგაში პირველი ადგილით ხვდება!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფულემი 1:2 ლივერპული
  • 0:1 - მანე (26), 1:1 - ბაბელი (74), 1:2 - მილნერი (პენ/81)

ლივერპულმა პრემიერლიგის ოცდამეთერთმეტე ტურის მატჩში, ლონდონში, კრევინ კოტეჯზე ლიგის აუტსაიდერი ფულემი მინიმალური სხვაობით 1:2 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით მერსისაიდელებმა სანაკრებო შესვენების წინ პრემიერლიგის ცხრილის სათავეში გადაინაცველს და სიტის 2 ქულით უსწრებენ, თუმცა გვარდიოლას გუნდს ერთ მატჩი რეზერვში აქვს.

შეხვედრაში ანგარიში სადიო მანემ 26-ე წუთზე გახსნა, რითიც ლიგაში 2019 წელს გატანილი გოლებით სერხიო აგუეროს გაუთანაბრდა, რომელსაც ასევე 9 გოლი აქვს.

შემდეგ ანგარიში ყოფილმა ლივერპულელმა - რაიან ბაბელმა გაათანაბრა, რომელიც კრისტიან ბენტეკეს შემდეგ გახდა პირველი მოთამაშე ვისაც ლივერპული მაისურით და მის წინააღმდეგ აქვს გოლი გატანილი.

შეხვედრას წერტილი, სადიო მანეს მოპოვებული პენალტის ზუსტი რეალიზებით გუნდის ვეტერანმა - ჯეიმს მილნერმა დაუსვა - 1:2, რომელმაც მიმდინარე სეზონში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა.

მანჩესტერ სიტი თავის სარეზერვო მატჩს სწორედ აქ, კრევინ კოტეჯზე სანაკრებო პაუზის შემდეგ - 30 მარტს ჩაატარებს, ხოლო ლივერპული 31-ში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს ტოტენჰემს მასპინძლობს.

საინტერესო ფაქტები

⚽ სადიო მანე 2019 წელს პრემიერლიგაში გატანილი გოლებით სერხიო აგუეროს გაუთანაბრდა - 9

⚽ სადიო მანე პრემიერლიგაში (17), ერთ სეზონში ყველაზე გამტანი სენეგალელი გახდა, ეს რეკორდი 2011-12 წლებში დემბა ბას ეკუთვნოდა, რომელმაც მაშინ 16 გოლი გაიტანა.

⚽ რაიან ბაბელი გახდა კრისტიან ბენტეკეს შემდეგ (2017) პირველი ფეხბურთელი, ვისაც ლივერპულის ფორმით და მის წინააღმდეგ აქვს გოლი გატანილი...

⚽ ჯეიმს მილნერმა თავისი ბოლო 14 პენალტიდან, დღეს მეცამეტე გაიტანა...

კომენტარები

ბოლო ამბები