Thumbnail

კაპიტანი: ეს მაისურები იმიტომ გვეცვა, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბორჯღალოსნები რუსეთთან მატჩის წინ მოედანზე სპეციალური მაისურებით გავიდნენ
  • მატჩის შემდეგ კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ემოციური კომენტარი გააკეთა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა. ''ბორჯღალოსნებმა'' კრასნოდარში რუსეთს 22:6 მოუგეს და მეტოქე ისტორიაში 21-ედ დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრები შეხვედრის დაწყებამდე სტადიონზე სპეციალური მაისურებით გამოვიდა, სადაც საქართველოს რუკა იყო გამოსახული - ამით მათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიანიშნეს, რომ საქართველოს ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულია.

'საქართველოსთვის ვითამაშეთ და საქართველოსთვის მოვიგეთ. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს!' - მერაბ შარიქაძე

"ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ეს განსაკუთრებული მატჩია არა მარტო მორაგბეებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. როგორც გულშემატკივრებს დავპირდით, ბოლომდე დავიხარჯეთ და მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდა. სპეციალური მაისურები გვეცვა იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა. მაისურზე ეხატა მხოლოდ საქართველოს რუკა და არაფერი სხვა. ჰიმნიც ემოციური გამოვიდა, რადგან საქართველოს ჰიმნი ყველაზე ახლოს არის ჩვენს სულიერ მდგომარეობასთან. ჩვენ საქართველოსთვის ვითამაშეთ და საქართველოსთვის მოვიგეთ. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს," - განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

📋 მეტი ამ თემაზე

ბორჯღალოსნებმა რუსეთში ჰიმნი
ემოციურად შეასრულეს

კომენტარები

ბოლო ამბები