Thumbnail

რუსეთის გრანდ სლემი | ღვინიაშვილის ულამაზესი იპონი იაპონელ გოკისთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბექა ღვინიაშვილი ეკატერინბურგის გრანდ სლემის ფინალშია
  • მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ბექა ღვინიაშვილი აგრძელებს.

ეკატერინბურგის გრანდ სლემის მესამე დღეს მედლისთვის მხოლოდ ბექა ღვინიაშვილი იბრძვის. ტურნირს ნაადრევად სამი ქართველი ძიუდოისტი გამოეთიშა - ონისე სანებლიძემ (100კგ) ლატვიელ ევგენის ბოროდავკოსთან წააგო, გიორგი ბერიაშვილი (100კგ) მონღოლ ლხაგვასურენთან დამარცხდა, ხოლო მძიმე წონაში გელა ზაალიშვილმა იაპონელ ჰიოგა ოტასთან პირველივე ბრძოლა დათმო.

უშანგი მარგიანი რეპეშაჟში დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალი ჰოლანდიელ ნოელ ვან ტენდთან წააგო, ხოლო რეპეშაჟში კიდევ ერთმა ჰოლანდიელმა იესპერ სმინკმა მოუგო.

ბექა ღვინიაშვილი (90კგ) ნახევარფინალშია და მედლისთვის იბრძვის. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ ბრძოლაში რუს კოსტოევს სძლია, შემდეგ თურქეთის სახელით მოასპარეზე მიქაელ ოზერლერს აჯობა და მეოთხედფინალში ტაჯიმა გოკის საოცარი იპონით სძლია. ბექამ ნახევარფინალში რაფაელ მასედოც დაამარცხა და ფინალში ჰოლანდიელ ნოელ ვან ტ ენდს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები