- ჩელენჯ ქაფის ორი მატჩი თბილისში.
- კრასნი იარი - ლონდონ აირიში.
- ენისეი - ნიუკასლ ფალკონსი.
- ინტერვიუ გიორგი ფრუიძესთან.
20 იანვარს, თბილისში, ჩელენჯ ქაფის ორი მატჩი გაიმართება. კრასნი იარი ლონდონ აირიშს შეხვდება, ხოლო ენისეი - ნიუკასლ ფალკონსს.
პირველ მატჩი ენისეიმ ნიუკასლთან 7:64 წააგო. რუსული კლუბის ღირსებას დავით კაჭარავა და მიშო გაჩეჩილაძე იცავენ.

რაც შეეხება კრასნი იარს, გიორგი ფრუიძის, სოსო მათიაშვილისა და ლაშა მალაღურაძის კლუბი ლაშა ლომიძის ლონდონ აირიშთან 47:17 დამარცხდა. გიორგი ფრუიძემ მატჩის პირველი ლელო დადო. მატჩამდე ორი დღით ადრე, ფრუიძეს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

popsport : ლონდონ აირიშთან პირველი მატჩის პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეთ, მეტოქეს ტოლ-სწორად ეთამაშეთ. რა მოხდა მეორე ტაიმში, რას დააბრალებდი მარცხს?
ფრუიძე : გუნდს ასეთი დონის მატჩის მოსაგებად მეტი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. კრასნი იარმა თამაში არაჩვეულებრივად დაიწყო, პირველი ტაიმი ჩვენ სასარგებლოდ 10:7 დასრულდა. საბოლოოდ ჩვენი მარცხი გამოუცდელობამ და დაღლილობამ განაპირობა.
popsport : ორი სეზონია კრასნი იარი ჩემპიონი ვეღარ ხდება, თუმცა მიმდინარე სეზონში ევროტურნირზე ენისეიზე კარგად ასპარეზობს. რა იქნება კლუბის მთავარი მიზანი მიმდინარე სეზონში?
ფრუიძე : რა თქმა უნდა, კლუბის მთავარი მიზანი ენისეისთან გამარჯვება და ჩელენჯ ქაფზე დარჩენა იქნება. შემდეგ სეზონში რუსეთის ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ და იმედი მაქვს, ორწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობას მოვიპოვებთ.

popsport : რას გვეტყვი ბათუმის შანსებზე? შეძლებს ქართული კლუბი კონტინენტის ფარზე ტიმიშოარას ბარიერის დაძლევას?
ფრუიძე : ბიჭებს არაჩვეულებრივი შანსი აქვთ. წარმატებებს ვუსურვებ და მჯერა, რომ გაიმარჯვებენ. მთავარია, მობილიზებულნი იყვნენ და ჩელენჯ ქაფზე გასვლას შეძლებენ.
popsport : შემოთავაზება ხომ არ გაქვს სხვა კლუბისგან?
ფრუიძე : შემოთავაზება არ მაქვს. კრასნი იარში თავს კარგად ვგრძნობ. რა თქმა უნდა , ტოპ 14-ში გადასვლა დიდი წარმატება იქნება. ახლა ლონდონ აირიშთან თამაშზე ვფიქრობ. გაფართოებულ სიაში ვარ და იმედი მაქვს, ბორჯღალოსანთა 31-კაცშიც მოვხვდები.
ენისეის მატჩი 14-საათზე დაიწყება, ხოლო კრასნი იარი ლონდონ აირიშთან მატჩს 17-საათზე დაიწყებს.
ფრუიძის ლელო ლონდონ აირიშთან.
კომენტარები