Thumbnail

დორტმუნდმა ბერლინის კედელი ბოლო წამს გაანგრია - ბორუსიამ ჰერტა დაამარცხა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჰერტა 2:3 დორტმუნდი
  • ბაიერნი კვირას ითამაშებს

გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში დორტმუნდის ბორუსია ორჯერ აგებდა ბერლინში ჰერტასთან, თუმცა საბოლოოდ მაინც იმარჯვა მეტოქეზე, რომელმაც თამაში 9 კაცით ჩაამთავრა - 3:2. ამ მოგებით დორტმუნდმა ბაიერნს სამი ქულით გაუსწრო და 60 ქულით პირველ ადგილზეა ცხრილში. ჰერტა 35 ქულით მე-10 ადგილზეა. 

მასპინძელთა ორივე გოლი სალომონ კალუს ანგარიშზეა, სტუმართაგან კი თავი თომას დელეინიმ და დან-აქსელ ზაგადუმ გამოიჩინეს. გადამწყვეტი გოლი დორტმუნდის ლიდერმა მარკო როისმა მე-3 კომპენსირებულ წუთზე სანჩოს პასით გაიტანა. 

საინტერესო ფაქტები

⚽ სალომონ კალუმ ამ სეზონში 5 გოლიდან 4 დორტმუნდს გაუტანა.

⚽ თომას დელეინიმ დორტმუნდის რიგებში მეორე გოლი გაიტანა, კარიერაში კი - მეცხრე.

⚽ ზაგადუმ ბუნდესლიგაში სულ სამი გოლი გაიტანა და სამივე კუთხურის მოწოდების შემდეგ.

⚽ როისი დორტმუნდის მთავარი მეგოლეა ამ სეზონში - 15 გოლი.

⚽ დორტმუნდმა სამი საგარეო მატჩის ვერ მოგების შემდეგ იმარჯვა. 

ჰერტა 2:3 დორტმუნდი

გოლები: 1:0 ს. კალუ (4), 1:1 დელეინი (14), 2:1 კალუ (35-პენ), 2:2 ზაგადუ (47), 2:3 როისი (93)

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - ვოლფი (78. ჰაკიმი), აკანჯი, ზაგადუ, დიალო - ვაიგლი, დელეინი - სანჩო, როისი, ბრუნ ლარსენი (75. გერეირო) - პულიშიჩი

გაძევება: ტორუნარიგა (85. ჰერტა), იბიშევიჩი (96)

სხვა მატჩები

აუგსბურგი 3:1 ჰანოვერი

შალკე 0:1 ლაიპციგი

შტუტგარტი 1:1 ჰოფენჰაიმი

ვოლფსბურგი 5:2 დიუსელდორფი 

კომენტარები

ბოლო ამბები