Thumbnail
  • იტალია 14:25 საფრანგეთი
  • უელსი 25:7 ირლანდია

6 ერის ბოლო ტურში ჩემპიონის ვინაობა გაირკვა. მანამდე კი მე-5 ტური იტალიისა და საფრანგეთის მატჩით გაიხსნა. 'აძურამ' საკუთარ მოედანზე ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ 11 ქულით, 14:25 დამარცხდა და ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა ხის კოვზს, რომელიც 6 ერის ბოლოადგილოსანს გადაეცემა. 'მამლებმა' ამ მოგებით 6 ერში მე-4 ადგილი დაიკავეს.

იტალია: ლელო - ტებალდი. ჯარიმა - ტომაზო ალანმა 3 ჯარიმა გაიტანა

საფრანგეთი: ლელოები - დუპონი, უჟე, პინო. ნტამაკმა ორი გარდასახვა, ერთი ჯარიმა და ერთი არეკნი გაიტანა.

უელსმა ირლანდია 25:7 დაამარცხა და 6 ერის ჩემპიონი გახდა. უელსელებმა 6 ერის ტიტული მეხუთედ მოიგეს. ისინი დიდი სლემსაც დაეუფლნენ და სამმაგი გვირგვინიც მოიპოვეს. უელსმა 5 ტურში 20 ქულა დააგროვა.

დიდი სლემის გამარჯვებული ხდება ის ნაკრები, რომელიც ექვს ერში ყველა მეტოქეს დაამარცხებს.

სამმაგ გვირგვინს მოიპოვებს ის ნაკრები, რომელიც დანარჩენ სამ ბრიტანულ ნაკრებს დაამარცხებს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გარეთ ენსკომბი გახდა, რომელმაც 6 ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაიტანა. უორენ გეტლანდის ნაკრები მსოფლიოს თასზე საქართველოს მეტოქეა. უელსელები ბრწყინვალე ფორმაში არიან და ჩვენს ნაკრებს ბრიტანელებთან ჯგუფში ძალიან გაუჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები