Thumbnail

დუბლის შემდეგ გოლი - არველაძე საუკეთესო ფორმაშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • იაგელონია 1:3 კორონა
  • ვატო არველაძის მე-4 გოლი ექსტრაკლასაში

პოლონეთის ექსტრაკლასას 26-ე ტურში ვატო არველაძის კორონამ სტუმრად იაგელონია 3:1 დაამარცხა. 

21 წლის ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 37-ე წუთზე შესანიშნავი შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში. ვატო 65-ე წუთზე გამოცვალეს. კორონა 39 ქულით მე-8 ადგილზეა. ჩემპიონობისთვის ბრძოლას პოლონეთში სწორედ 8 საუკეთესო გუნდი განაგრძობს. 

ვატო არველაძის ანგარიშზე ჩემპიონატში უკვე 4 გოლია, შეგახსენებთ, რომ წინა ტურში მან დუბლი შეასრულა, მალე კი ეროვნულ ნაკრებში პირველი გამოძახება მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები