Thumbnail
  • ბასკონია 82:62 ბუდუჩნოსტი
  • გოგა ბითაძე - 7 ქულა, 5 მოხსნა

ევროლიგის რეგულარული სეზონის 26-ე ტურში გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტი თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონიას ესტუმრა და  დამარცხდა. ეს ბუდუჩნოსტის ზედიზედ მე-6 მარცხია ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში, სულ კი ბითაძის გუნდს 20 მარცხი დაუგროვდა.

ბასკონიას ქართველებს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. გოგამ 24:13 წუთი ითამაშა, რა დროშიც 7 ქულასა და 5 მოხსნას მოუყარა თავი. ბითაძემ 6-დან 3 ორქულიანი და 4-დან ერთი საჯარიმო გამოიყენა.

ბუდუჩნოსტი ევროლიგის ცხრილში ბოლო ადგილზეა, ბითაძის გუნდის მომდევნო მეტოქე ფენერბაჰჩე იქნება. შეხვედრა თურქეთში, 19 მარტს გაიმართება. თურქებმა ამ ტურში ბარსელონას 6 ქულით, 88:82 მოუგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები