Thumbnail

'მოედანზე ძაღლებივით ვიყავით დაგეშილები' - მამუკელაშვილის გუნდი 1/2-ფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სეტონ ჰოლი 73:57 ჯორჯთაუნი
  • სანდრო მამუკელაშვილი - 12 ქულა, 10 მოხსნა
მამუკელაშვილმა მე-5 ორმაგი შეასრულა

NCAA-ში წარმატებულად აგრძელებს თამაშს სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლი - ბიგ ისთის კონფერენციის ჩემპიონშიპის მეორე წრეში (რეგულარული სეზონის წყალობით სეტონ ჰოლმა ჩემპიონშიპი მე-2 წრიდან დაიწყო).

"მედისონ სკვერ გარდენში" სეტონ ჰოლმა ჯორჯთაუნს 73:57 მოუგო. 38 წუთში ქართველმა კალათბურთელმა 12 ქულა, 10 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. სანდრო მატჩის ერთადერთი კალათბურთელია, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა. 

"გვსურდა დაგვემტკიცებინა, რომ ვიმსახურებთ ნახევარფინალში თამაშს - მოედანზე ძაღლებივით ვიყავით დაგეშილები", - თქვა მატჩის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილმა.

ეს მამუკელაშვილის ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლია, ხოლო სეზონში - მეხუთე.

ამით სეტონ ჰოლი ჩემპიონშიპის ნახევარფინალშია, სადაც მარკეტს შეხვდება. ეს თამაში რამდენიმე საათში დაიწყება.  

კომენტარები

ბოლო ამბები