Thumbnail

'ჩვენ უკვე ძმებივით ვართ' - ბეჟანიშვილმა NCAA-ს სეზონი დაასრულა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ილინოისისთვის NCAA სეზონი დასრულდა
  • გიორგი ბეჟანიშვილი - საშუალოდ 12.5 ქულა თამაშში
საშუალოდ 12.5 ქულა თამაშში

NCAA-ში სეზონი დაასრულა გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისმა. ქართველი ფორვარდის ილინოისმა კონფერენციაში 7 გამარჯვება და 13 მარცხი მიითვალა (სულ 12 გამარჯვება, 21 მარცხი). 

ბოლოსწინა თამაშში ილინოისმა ნორზვესტერნს ოვერტაიმში 74:69 მოიგო, ხოლო ბეჟანიშვილმა 32 წუთში 26 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

შემდეგ ილინოისი აიოვასთან 62:83 დამარცხდა და ამით გუნდმა სეზონი დაასრულა. ამ შეხვედრაში ბეჟანიშვილის ანგარიშზე 26 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარებაა. 

ბრედ ანდერვუდი (ილინოისის მწვრთნელი): "დღეს იყო სეზონის დასასრული, მაგრამ ეს არის ილინოისის კალათბურთის დაბრუნების დასაწყისი".

ამ სეზონში გიორგი ბეჟანიშვილი საშუალოდ 12.5 ქულას აგროვებდა, რაც დებიუტანტისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია. გიორგი მომდევნო სეზონში კვლავ ილინოისში ითამაშებს. 

ბეჟანიშვილი სეზონის ბოლო პრესკონფერენციაზე

"ჩვენ არასდროს ვნებდებით. ახლა გუნდში ძმებივით ვართ. ჩვენ მთელი სეზონი ერთად ვიბრძოლეთ და ეს შესანიშნავი იყო. ეს ნამდვილი ძმობაა, ოჯახია", - თქვა ქართველმა კალათბურთელმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები