Thumbnail

ჩინელებმა ლიპის შემცვლელი იპოვეს - აზიელებს იტალიელი გაწვრთნის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფაბიო კანავარო ჩინეთის ნაკრებს გაწვრთნის
  • იტალიელი მწვრთნელის დებიუტი 21 მარტს შედგება

ჩინეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. მარჩელო ლიპის წასვლის შემდეგ, ჩინელებმა მის შემცვლელად ისევ იტალიელი დანიშნეს. ჩინეთის ნაკრებს ფაბიო კანავარო დაუნიშნეს, რომელიც პარალელურად გუანჯოუ ევერგრანდშიც შეინარჩუნებს მთავარი მწვრთნელის პოსტს.

კანავაროს დებიუტი 21 მარტს ჩინეთის თასზე შედგება. ჩინელები ტაილანდის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან. კანავარომ სამწვრთნელო კარიერა ალ აჰლიში დაიწყო, იტალიელი კოზმინ ოლაროიუს ასისტენტი იყო, რის შემდეგაც მარჩელო ლიპისთან ერთად ევერგრანდში მუშაობდა. როგორც ჩანს, ჩინელებმა გადაწყვიტეს, რომ არჩეულ გზას არ გადაუხვიონ და მწვრთნელად ლიპის მოსწავლე, კანვარო დანიშნეს.

🚨 Fabio Cannavaro has been appointed head coach of China. He’s replacing the one and only Marcello Lippi, Fabio’s coach in 06 👀

Posted by Italian Football TV on პარასკევი, 15 მარტი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები