Thumbnail

ბორჯღალოსნების შემადგენლობა რუსეთთან - მილტონ ჰეიგმა 5 მორაგბე შეცვალა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 17 მარტს: რუსეთი V საქართველო
  • საქართველომ ჩემპიონობა უკვე გაინაღდა

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 17 მარტს კრასნოდარში, ''ყუბანის“ სტადიონზე რუსეთთან გასამართი 2019 წლის რაგბი ევროპის დასკვნითი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

მილტონ ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში 5 მორაგბე შეცვალა - 9 ნომრის პოზიციას ვასილ ლობჟანიძე დაუბრუნდა, რომელიც გერმანიასთან მატჩში გელა აფრასიძემ შეცვალა. უკანა ხაზში კიდევ ერთი ცვლილებაა, გიორგი კვესელაძე სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა.

რაც შეეხება შერკინებას, თითო რგოლში თითო ცვლილებაა. კვაჭის პოზიციაზე ზედიზედ მეექვსე თამაშს (შარშან ნოემბერში ტონგასთან და წელს რაგბი ევროპაზე) იწყებს შალვა მამუკაშვილი. ზურაბ ჟვანიას ნაცვლად, მარცხენა ბურჯად გადაინაცვლა ბექა გიგაშვილმა, ხოლო მარჯვნივ ლევან ჩილაჩავა ბრუნდება. 

მეორე ხაზში ძირითადშია ნოდარ ჭეიშვილი, რომელიც გიორგი ნემსაძეს შეუწყვილდება. მესამე ხაზი ისეთი იქნება, როგორიც ნოემბრის თიბისი სერიების სამ მატჩში იყო. ბექა საღინაძის ნაცვლად, ფლანკერად ოთარ გიორგაძე დადგება, რომელიც გერმანიასთან შემკვრელი იყო, მეორე ფლანკერად გიორგი ცუცქირიძე რჩება, ხოლო შემკვრელად ბექა გორგაძე ბრუნდება.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ

#ბორჯღალოსნების შემდაგენლობა რუსეთის წინააღმდეგ ცნობილია. გაიგე მეტი აქ 👉 goo.gl/eEBFqR რუსეთი v საქართველო | 17 მარტი, 16:00 სტადიონი: ყუბანი LIVE 🔴 პირველი არხი და რაგბი TV/Rugby TV

Posted by Georgian Rugby on პარასკევი, 15 მარტი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები