Thumbnail
  • 📅 16 მარტი | ⌚ 21:30 | ⚽ ჰერტა V დორტმუნდი
  • ბუნდესლიგის 26-ე ტურის ცენტრალური მატჩი ბერლინში
  • ბორუსიას ლიდერობის დაბრუნება სურს, ჰერტა სამშვიდობოსაა

დორტმუნდის ბორუსიასთვის ჩემპიონთა ლიგა დამთავრებულია (მერვედფინალში, ტოტენჰემთან გავარდა), რაც იმას ნიშნავს, რომ BVB-ს გერმანიის ჩემპიონატზე სრულად კონცენტრირება შეუძლია. 

მართალია, ლუსიენ ფავრის გუნდმა ბოლო დროს ბევრი ქულა დაკარგა და მიუნხენის ბაიერნს ქულების გათანაბრების უფლება მისცა, მაგრამ დორტმუნდელები ახლა ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დარჩენილ 9 ტურში პირველობა დაიბრუნონ. 

26-ე ტურის წინ, ბაიერნს და დორტმუნდს 57-57 ქულა აქვთ და რეკორდმაისტერი მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ლიდერობს. ტურის ცენტრალურ მატჩში ბორუსია ბერლინის ჰერტას სტუმრობს.

ჰერტა სატურნირო ცხრილში, მე-10 ადგილის სახით სამშვიდობოსაა - ბერლინელებს არც მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრებათ და, დიდი ალბათობით, ვეღარც ევროსაგზურებისთვის გაიბრძოლებენ.

ჰერტას ნახევარმცველი იავაირო დილროსუნი დაუბრუნდა, რომელმაც სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, მაგრამ მერე ტრავმა მიიღო და 3 თვე ლაზარეთში გაატარა. ბორუსიას ვაიგლი გამოუჯანმრთელდა. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ბერლინის ჰერტამ ბუნდესლიგის ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო (2 მოგება, 2 ფრე, 3 მარცხი), თუმცა იმ სამი წაგებიდან, ჰერტა სამივეში მხოლოდ 1-ბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

⚽ ჰერტა მიმდინარე სეზონში არასტაბილურად თამაშობს, თუმცა საკუთარ ‘ოლიმპიაშტადიონზე’ ტოპ-გუნდებს პრობლემებს უქმნის ხოლმე. ბერლინში ბუნდესლიგის ტოპ 5 გუნდიდან ოთხმა ითამაშა და ჰერტამ ამ 4 მატჩიდან 3 მოიგო (1 წააგო). ამ სამი მოგებიდან, ბერლინელებმა ერთში მშრალი ანგარიშით გაიმარჯვეს - მათ შორის, მიუნხენის ბაიერნთან.

⚽ დორტმუნდის ბორუსიას ამ სეზონში ბუნდესლიგაში მხოლოდ 2 მატჩი აქვს წაგებული, მაგტამ ბოლო 6 თამაშიდან მხოლოდ ორი მოიგო და ლიდერობა დაკარგა. მართალია, BVB-ს და ბაიერნს 57-57 ქულა აქვთ, მაგრამ ბავარიულ გრანდი ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ლიდერობს.

⚽ ბორუსია ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და შეუძლია, გერმანიის ჩემპიონობისთვის სრული კონცენტრაციით იბრძოლოს.

⚽ დორტმუნდს გასვლით მატჩებში გოლების 38,89% 75-ე წუთის შემდეგ აქვს გატანილი.

⚽ ბორუსიას ჰერტასთან ბოლო 4 დუელიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული (1 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი).

⚽ ჰერტას და დორტმუნდის ბოლო 6 ოფიციალური დაპირისპირებიდან 5-ში ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ სალომონ კალუმ ჰერტას მაისურით ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. სამაგიეროდ, პირველი წრის მატჩში, რომელიც 2:2 დასრულდა, კალუმ დორტმუნდთან დუბლი შეასრულა.

⚽ ორი ტურია, დორტმუნდის ფორვარდი პაკო ალკასერი მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, მაგრამ ორივეჯერ მატჩის ბოლო 10 წუთში გაიტანა.

⚽ ბოლო 5 საშინაო მატჩიდან ჰერტამ ხუთივეში გაუშვა გოლი.

⚽ ჰერტას ამ სეზონში არცერთ გასვლით შეხვედრაში არ მიუღია გოლი 75-ე წუთის შემდეგ.

⚽ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, დორტმუნდის ბორუსიას მატჩების 72 პროცენტში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ჰერტასა და დორტმუნდის ბოლო 4 დუელში, საშუალოდ 4,25 ყვითელი ბარათი დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ჰერტა (3-4-1-2): იარშტაინი - შტარკი, რეკიკი, ტორუნარიგა - ლაძარო, გრუიჩი, მაიერი, მიტელშტედტი - იბიშევიჩი, კალუ.

დორტმუნდი (4-3-3): ბიურკი - ჰაკიმი, აკანჯი, ვაიგლი, დიალო - გიოტცე, დილეინი, როისი - სანჩო, პაკო ალკასერი, გერეირო.

კომენტარები

ბოლო ამბები