Thumbnail
  • 📅 16 მარტი | ⌚ 19:15 | ⚽ რეალი V სელტა
  • ზიზუმ გუნდში უკვე შეცვალა ბევრი რამ

"სამეფო კლუბში" ზინედინ ზიდანი დაბრუნდა და ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩს ვიგოს სელტას წინააღმდეგ სულ სხვა მნიშვნელობა მიეცა. 9-თვიანი პაუზის შემდეგ, რას შეცვლის ზიზუ გუნდში, როგორ დააბრუნებს ის რეალს დიდების ზენიტში?

ფრანგმა სპეციალისტმა უკვე დაიწყო მუშაობა, ბიჭები შეკრიბა და მას რომ ჩვევია, ისეთი გამამხნევებელი სიტყვებით მიმართა, ზიზუმ სამომავლოდ უკვე დაიბევა ედერ მილიტაოს ტრანსფერი. მოკლედ, ზიდანის სულისკვეთება მისასალმებელია.

ახლა მთავარია, მან "სამეფო კლუბს" საკუთარი თამაში ისევ აპოვნინოს და რწმენა დაუბრუნოს ფეხბურთელებს, თორემ ლა ლიგაში რეალს რეალურად მხოლოდ მე-2 ადგილისთვის შეუძლია ბრძოლა, ისიც გაუჭირდება. 

როგორი იქნება ზიდანის 11

ცხადია, ერთი ხელის მოსმით ყველაფერს ზიდანი ვერ შეცვლის, მაგრამ სანტი სოლარის ზოგიერთი მოთამაშის ნდობა არ ჰქონდა, მათ შორის ისეთების, რომლებთანაც ზიდანს კარგი ურთიერთობა აქვს. ზიზუმ უკვე შეიყვანა სამატჩო განაცხადში ისკო, ისევე, როგორც მარსელო. თუ მარსელომ სასტარტოში დაკარგა ადგილი სოლარის დროს, ისკო საერთოდ ვერ ხვდებოდა მატჩის განაცხადში. სამატჩო განაცხადში არ მოხვდა ხესუს ვალიეხო, თუმცა ფრანგი მას არაფერს ერჩის, უბრალოდ ეს ტაქტიკური მოსაზრებით გაკეთდა. 

ზიდანმა ისკო დააბრუნა

რეალს სერხიო რამოსი უბრუნდება, რომელმაც დისკვალიფიკაცია მოიხადა. მარსელოს სასტარტოში ადგილის დაბრუნების შესანიშნავი შანსი გაუჩნდა. კაზემირო დისკვალიფიცირებულია, ასე რომ ტონი კროოსსა და ლუკა მოდრიჩს სავარაუდოდ, ფედერიკო ვალვერდე შეუერთდება და არა დანი სებალიოსი. 

მარსელოს წიგნის პრეზენტაციაზე

დანი კარვახალი, ლუკას ვასკესი და ვინისიუს ჟუნიორი ტრავმირებულები არიან, ისევე, როგორც მარკოს ლორენტე. პირველი სამის თამაში გამორიცხულია.

სელტას დიდი დანაკლისი

რეალთან თამაშში გუნდს დისკვალიფიკაციის გამო, დააკლდება უგო მალიოც, რაც ასევე სერიოზული დანაკლისია. კაპიტნისა და მთავარი გოლეადორის არყოფნაში სელტა განწირული ჩანს ზიდანის ხელახალი დებიუტის ფონზე. 

იაგო ასპასი ტრავმირებულია

საინტერესო ფაქტები

⚽ რეალისა და სელტას ბოლო 11 დაპირისპირებაში 2.5 გოლზე მეტი გადის.

⚽ ლა ლიგის ბოლო 11 ტურიდან 9-ში სელტამ მარცხი იწვნია.

⚽ რეალმა ყველა შეჯიბრებაში სელტას ბოლო 8 საშინაო მატჩიდან 7 მოუგო. 

⚽ სელტასთან ბოლო 11 დაპირისპირებიდან 10-ში რეალმა სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა. 

⚽ ლა ლიგის ბოლო 7 ტურიდან 6-ში რეალის თამაშებში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

⚽ სელტას' ბოლო სამ თამაშში (ლა ლიგა) 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კურტუა - ოდრიოზოლა, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი, ვალვერდე - ბეილი, ბენზემა, ასენსიო

სელტა (4-4-1-1): ბლანკო - კ. ვასკესი, არაუხო, კოსტასი, ჟუნკა - მენდესი, ლობოტკა, იოკუსლუ, ბუფალი - ბუდებუზი - მაქსი გომესი 

კომენტარები

ბოლო ამბები