Thumbnail

'ნუ დავარქმევთ ამას რევოლუციას' - ესპანეთის ნაკრებში 8 ახალი ფეხბურთელია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
  • ესპანეთი 23-ში ნორვეგიას, 26-ში კი მალტას ეთამაშება

ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის ენრიკემ ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩებისთის შემადგენლობა დაასახელა, გუნდში 8 სიახლეა! 

ესპანეთის ნაკრები 23 (ნორვეგია) და 26 მარტს (მალტა) თამაშობს. 

ლუის ენრიკეს მწვრთნელობისას ნაკრებში პირველად არიან: ხუან ბერნატი, სერხი გომესი, ფაბიანი, დანი პარეხო, ხესუს ნავასი, იკერ მუნიაინი, სერხიო კანალესი და ხაიმე მატა. 

ლუის ენრიკე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი): "ბევრი ფეხბურთელი ტრავმებისა და უთამაშებლობის გამო დაგვაკლდა. მოდი ნუ დავარქმევთ ამ სიას რევოლუციურს, ეს არის ევოლუცია. ხესუს ნავასს დიდ პატივს ვცემ, მას ნაკრებთან ერთად ტიტულები აქვს მოგებული და მის დაბრუნებას მხოლოდ მივესალმები. 

ესპანეთის ნაკრები

მეკარეები: კეპა არიზაბალაგა, დავიდ დე ხეა, პაუ ლოპესი

მცველები: ხოსე გაია, ჟორდი ალბა, ხუან ბერნატი, მარიო ერმოსო, ინიგო მარტინესი, სერხიო რამოსი, სერხი გომესი, სერხი რობერტო, ხესუს ნავასი

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, როდრი ერნანდესი, დანი სებალიოსი, ფაბიან რუისი, დანი პარეხო, სერხიო კანალესი

თავდამსხმელები: მარკო ასენსიო, როდრიგო, ალვარო მორატა, იკერ მუნიაინი, ხაიმე მატა 

კომენტარები

ბოლო ამბები