Thumbnail

ეკატერინბურგის გრანდ სლემი | ბაგრატ ნინიაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტურნირის პირველ დღეს მედლები ორ წონაშში გათამაშდა
  • ტატამზე საქართველოს ნაკრების სამი ძიუდოისტი გავიდა

ეკატერინბურგის გრანდ სელმზე პირველ დღეს მედლები ვაჟთა შორის ორ წონით კატეგორიაში გათამაშდა. ტურნირში სამი ქართველი ძიუდოისტი ჩაება და მათგან მხოლოდ ერთმა მოიპოვა მედალი.

66 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბაგრატ ნინიაშვილი ნახევარფინალში რუს ისა ისაევთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი იაპონელი ტარო ფუჯისაკა დაამარცხა. ქართველმა ძიუდოსტმა იაპონელს იპონით სძლია.

ბაგრატ ნინიაშვიელის იპონი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში 

ბაგრატ ნინიაშვილის ბრწყინვალე გამარჯვება იაპონელ ტარო ფუჯისაკასთან

ბაგრატ ნინიაშვილის ბრწყინვალე გამარჯვება იაპონელ ტარო ფუჯისაკასთან

Posted by Silk Sport on პარასკევი, 15 მარტი, 2019

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ლუხუმ ჩხვიმიანს (-60 კგ.), მაგრამ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუასთან დამარცხდა.

ლუხუმ ჩხვიმიანმა თორნიკე ჭკადუასთან ბრინჯაოს მედალი დათმო

ლუხუმ ჩხვიმიანმა თორნიკე ჭკადუასთან ბრინჯაოს მედალი დათმო

Posted by Silk Sport on პარასკევი, 15 მარტი, 2019

უმჩატეს წონაში მხოლოდ პირველი ორთაბრძოლა მოიგო თემურ ნოზაძემ და შესაბამისად, უმედლოდ დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები