Thumbnail
  • სევილიამ პაბლო მაჩინი გაუშვა
  • კაპაროსის მესამედ მოსვლა კლუბში

ევროპალიგის 1/8 ფინალში ესპანურმა სევილიამ დრამატულად დათმო ჩეხურ სლავიასთან და ტურნირს გამოეთიშა. ეს კი ანდალუსიური კლუბის ხელმძღვანელობამ აღარ აპატია პაბლო მაჩინს და მწვრთნელს კარისკენ მიუთითა. 

მის ნაცვლად სევილიას დროებითი მწვრთნელის სტატუსით ხოაკინ კაპაროსი მიხედავს. კაპაროსი ლა ლიგის ბოლო 11 ტურში უხელმძღვანელებს გუნდს. მისთვის პირველი ამოცანა მე-4 ადგილის დაკავება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება. 

63 წლის კაპაროსმა სევილია შარშანაც ჩაიბარა დროებითი თავკაცის სტატუსით, როცა გუნდმა ვინჩენცო მონტელა გაუშვა. კაპაროსი მესამედ უთავკაცებს სევილიას, ის 2000-2005 წლებში წვრთნიდა ანდალუსიურ კლუბს.  

კომენტარები

ბოლო ამბები