Thumbnail

'შტორმი აფრიკაში' - ლენოქს ლუისის კარიერაში ყველაზე საშინელი მარცხი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

2001 წელს, მსოფლიო კრივის მძიმე წონის ჩემპიონმა - ლენოქს ლუისმა მუჰამედ ალის მიბაძა (ალი v ფორმანი - 1974 წლის ტიტულისთვის ბრძოლას ზაირმა უმასპინძლა) და ტიტულისთვის მისი მორიგი მატჩი, აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ პროვინციაში - გაუტენში დანიშნა.

ლენოქსმა მოსამზადებელი წვრთნები თითქმის ზღვის დონეზე - კეიპ ტაუნში გაიარა. თუმცა, ბრძოლის ლოკაცია ზღვის დონიდან თითქმის 2,000 მეტრზე, მთებში გახლდათ განლაგებული. ეს ტექნიკური ხარვეზი, ლენოქსს ძვირად დაუჯდა "გაუტენში ბრძოლამდე ერთი დღით ადრე ჩავედი და დილით სპარინგისას მივხვდი, რომ სუნთქვა მიჭირდა. მთის ავადმყოფობა დამეწყო, მსუბუქი ფორმით..."

"მივხვდი, რომ რაჰმანსაც იგივე პრობლემა ჰქონდა, თუმცა რინგზე ეს მე უფრო დამეტყო - ერთი კომბინაციის შემდეგ, 2 ნაბიჯს უკან ვდგამდი, რომ ამომასუნთქა." - ამბობდა ლენოქს ლუისი, რომელიც მეხუთე რაუნდში, რეიტინგში მაშინ მერვე ადგილზე მყოფ - რაჰმანთან საშინელი ნოკაუტით დამარცხდა.

რაჰმანმა ტიტული მოიგო და სამხრეთ აფრიკა მალევე დატოვა "წარმოიდგინეთ, სამხრეთ აფრიკაში ჩამოვიდა და ნელსონ მანდელას ნახვაც კი არ ისურვა  - ამაზე არანაკლებ გავბრაზდი, ვიდრე მარცხზე" - ამბობდა ლუისი, რომელსაც კარიერაში სულ ორი წაგება აქვს - ჰასიმ რაჰმანთან (2001) და ოლივერ მაკოლთან (1994), თუმცა ორივე მათგანზე შემდეგ ლონდონელმა რევანში აიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები