Thumbnail

ეკატერინბურგის გრანდ სლემი | ქართველი ძიუდოისტების ორი მედლის შანსი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსეთის გრანდ სლემის პირველ დღეს მედლები ორ წონაში თამაშდება
  • ეკატერნიბურგში ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა
  • ბრინჯაოსთვის ლუხუმ ჩხვიმიანი და ბაგრატ ნინიაშვილი იბრძოლებენ

ეკატერნიბურგის გრანდ სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები, ვაჟთა შორის ორ წონით კატეგორიაში თამაშდება. ასპარეზობაში სამი ქართველი ძიუდოისტი ჩაება, მათგან მედლის მოპოვების შანსს კი, წინასწარი ეტაპის დასრულების შემდეგ, ლუხუმ ჩხვიმიანი (-60) და ბაგრატ ნინიაშვილი (-66) ინარჩუნებენ, რომლებიც ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ.

ლუხუმ ჩხვიმიანმა ეკატერნიბურგში ოთხი შეხვედრა გამართა. ორი ორთაბრძოლის მოგების შემდეგ, ქართველი ძიუდოისტი 1/4-ფინალში რუს ისლამ იაშუევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი კიდევ ერთ რუსს, სახავატ გაჯიევს აჯობა და ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუას დაუპირისპირდება.

ჩხვიმიანის პირველი ბრძოლა

ლუხუმ ჩხვიმიანმა ტაჯიკი დალვერ ქულბოჯონოვი დაამარცხა

ლუხუმ ჩხვიმიანმა ტაჯიკი დალვერ ქულბოჯონოვი დაამარცხა

Posted by Silk Sport on პარასკევი, 15 მარტი, 2019

ჩხვიმიანის მეორე ბრძოლა

ლუხუმ ჩხვიმიანმა ბრაზილიელ პელიმ ფელიპეს ვაზარით მოუგო

ლუხუმ ჩხვიმიანმა ბრაზილიელ პელიმ ფელიპეს ვაზარით მოუგო

Posted by Silk Sport on პარასკევი, 15 მარტი, 2019

ჩხვიმიანის მესამე ბრძოლა

ლუხუმ ჩხვიმიანმა რუსი სახავატ გაჯიევი დაამარცხა

ლუხუმ ჩხვიმიანმა რუსი სახავატ გაჯიევი დაამარცხა

Posted by Silk Sport on პარასკევი, 15 მარტი, 2019

უმჩატეს წონაში მხოლოდ სასტარტო შეხვედრის მოგება შეძლო თემურ ნოზაძემ.

თემურ ნოზაძემ ყირგიზი კალაიბეკი იპონით დაამარცხა

თემურ ნოზაძემ ყირგიზი კალაიბეკი იპონით დაამარცხა

Posted by Silk Sport on პარასკევი, 15 მარტი, 2019

 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში 1/2-ფინალამდე გააღწია ბაგრატ ნინიაშვილმა, სადაც რუს ისა ისაევთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი იაპონელ ტარო ფუჯისაკას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები