Thumbnail
  • ნიონში ევროპალიგის ¼-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა
  • ნაპოლისა და არსენალს ძალიან არ გაუმართლათ
  • მეოთხედფინალში ვალენსიური დერბი გველის 

ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპალიგის 2018/19 წლების სეზონის ¼-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ამ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს ვალენსიამ და ვილიარელმა (ორივე ესპანეთი), ჩელსიმ და არსენალმა (ორივე ინგლისი), ნაპოლიმ (იტალია), აინტრახტმა (გერმანია),  სლავიამ (ჩეხეთი) და ბენფიკამ (პორტუგალია).

წილისყრაზე გუნდები არ განთესილან და შესაბამისად, შესაძლებელი იყო ერთი ქვეყნის კლუბების დაპირისპირება. ასეც მოხდა - 1/4-ფინალში ვალენსიურ დერბი გველის, სადაც ერთმანეთს ვილიარეალი და ვალენსია ეთამაშებიან. ამას გარდა, უეფამ ლონდონური კლუბების: ჩელსისა და არსენალის საშინაო მატჩების ერთ დღეს გამართვა არ დაუშვა. გადაწყდა, რომ უნაი ემერის გუნდი 1/4-ფინალის პირველ შეხვედრას შინ ჩაატარებს, მაურიციო სარის გუნდი კი - სტუმრად.   

წყვილში პირველად დასახელებული გუნდი პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ბაქოში გაიმართება, ნომინალური მასპინძელი მეორე ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული იქნება.

მატჩების კალენდარი

11 აპრილი: 1/4 ფინალი, პირველი მატჩები

18 აპრილი: 1/4 ფინალი, საპასუხო მატჩები

2 მაისი: 1/2 ფინალი, პირველი მატჩები

9 მაისი: 1/2 ფინალი, საპასუხო მატჩები

29 მაისი: ფინალი.

ევროპალიგის ფინალს 29 მაისს, ბაქოს ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს

 

კომენტარები

ბოლო ამბები