Thumbnail
  • ნიონში ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა
  • ბარსელონა მანჩესტერ იუნაიტედს შეხვდება, იუვენტუსი - აიაქსს
  • ასევე წინასწარ ცნობილია, გუნდები რა გზას გაივლიან ფინალამდე
  • მესისა და რონალდოს შანსი აქვთ, ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ

ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ¼-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ამ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ოთხმა ინგლისურმა კლუბმა: ლივერპულმა, მანჩესტერ სიტიმ, მანჩესტერ იუნაიტედმა, ტოტენჰემმა, ასევე: ესპანურმა ბარსელონამ, იტალიურმა იუვენტუსმა, პორტუგალიურმა პორტუმ და ჰოლანდიურმა აიაქსმა მოიპოვეს.

წილისყრაზე გუნდების განთესვა არ მომხდარა და შესაბამისად, შესაძლებელი იყო ერთი ქვეყნის კლუბების დაპირისპირება. ასევე გამოირიცხა მანჩესტერული გუნდების საშინაო მატჩების ერთ დღეს გამართვაც. ¼-ფინალის წილისყრის დასრულების შემდეგ, ½-ფინალის წილისყრაც გაიმართა და გუნდებისთვის უკვე ცნობილი გახდა, ფინალამდე რომელ მეტოქეებთან შეიძლება მოუხდეთ დაპირისპირება.

წყვილში პირველად დასახელებული გუნდი პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავს.

ფინალურ შეხვედრაში ნომინალური მასპინძელი პირველი ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული იქნება.

მატჩების კალენდარი

9/10 აპრილი: 1/4 ფინალი, პირველი მატჩები

16/17 აპრილი: 1/4 ფინალი, საპასუხო მატჩები

30 აპრილი/1 მაისი: 1/2 ფინალი, პირველი მატჩები

7/8 მაისი: 1/2 ფინალი, საპასუხო მატჩები

1 ივნისი: ფინალი.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1-ელ ივნისს, ვანდა მეტროპოლიტანოზე ჩატარდება

კომენტარები

ბოლო ამბები