Thumbnail

ჰარუ ბაშო | უვატენაგე ოსაკაში! ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამედ იმარჯვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინმა უვატენაგე შეასრულა
  • გაგამარუ ცუკიოტოშით დაამარცხეს

ოსაკაში წლის მეორე სუპერტურნირის, ჰარუ ბაშოს მე-6 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ოძეკის ტიტულის შენარჩუნებისთვის იბრძვის ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე).

ქართველი სუმოისტის მეტოქე პირველი მაეგაშირა მიტაკეუმი იყო. ქართველმა სუმოისტმა შესანიშნავად იჭიდავა და უვატენაგეს ილეთით დააგდო შეტევაში გადმოსული მეტოქე დიჰიოზე. ეს ტოჩინოშინის ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო. მისი ბალანსი 4-2-ია. 

შაბათს ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე პირველი მაეგაშირა ენდო იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 4:3-ს უგებს. ოღონდ, ერთხელ ტოჩინოშინს მოგება უბრძოლველად მიენიჭა.ენდო ოსაკაში ცუდად ჭიდაობს - 1-5 ბალანსი აქვს. 

ჰარუ ბაშოს 6-6 გამარჯვებით დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და მე-4 მაეგაშირა იჩინოჯო ლიდერობენ.

ჯურიოს დივიზიონის მე-8 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-5 ნომერ დაიშომარუს შეხვდა და ცუკიოტოშის ილეთით დამარცხდა. გაგამარუს 2-4 ბალანსი აქვს და ახლა ჯურიოს მე-10 ნომერ ვაკამოტოჰარუს ხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები