Thumbnail
  • ლეიკერსი პლეი ოფში გამსვლელ მე-8 ადგილს უფრო და უფრო შორდება
  • ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ ტორონტოს ვერაფერი მოუხერხეს

ჩიკაგოსთან მოგებული მატჩი დროებითი ეფექტი იყო - ლოს ანჯელეს ლეიკერსის გულშემატკივრებისთვის სამწუხაროდ, ლებრონ ჯეიმსი და კომპანია ტორონტო რეპტორსთან 98:111 დამარცხდნენ. ლეიკერსისთვის ეს ბოლო 7 შეხვედრაში მე-6 წაგებაა!

ლებრონ ჯეიმსი და კავაი ლეონარდი

მართალია, ლებრონმა 29 ქულა ჩააგდო, მაგრამ ეს ლეიკერსს არაფერში წაადგა. გუნდი მე-8 ადგილზე მყოფ კლიპერსს 8 მოგებით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლებრონ ჯეიმსი, დიდი ალბათობით, 2005 წლის შემდეგ პირველად არ ითამაშებს პლეი ოფში.

აღსანიშნავია, რომ ლებრონმა მხოლოდ 32 წუთი ითამაშა. ბოლო 4 შეხვედრაში მას პარკეტზე 33 წუთზე მეტი არ გაუტარებია. “ეს ჩემი ფსიქიკისთვის გამოწვევაა, რადგან მიჩვეული ვარ, რომ პარკეტზე უფრო მეტ დროს ვატარებ ხოლმე - განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯანმრთელი ვარ,” - განაცხადა ლებრონმა მატჩის შემდეგ. 

ლეიკერსს ტორონტოსთან 3-ქულიანის ჩაგდების 31 მცდელობა ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ 7 ჩააგდო. კაილ კუზმამ 11-ჯერ ისროლა სამიანი და მხოლოდ 3-ჯერ ჩააგდო. რეპტორსიდან კავაი ლეონარდი იდგა მოწოდების სიმაღლეზე - მან 25 ქულა დააგროვა. ნორმან პაუელის ანგარიშზე 20 ქულაა. ტორონტოს პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვს - რეპტორსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადილზეა.

📺 ვიდეო: ტორონტო 111:98 ლეიკერსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები