Thumbnail
  • როგორც მოსალოდნელი იყო, შალკემ დომენიკო ტედესკო გაათავისუფლა
  • გელზენკირხენულ კლუბს ჰუუბ სტევენსი და მაიკ ბიუსკენსი გაწვრთნიან

როგორც მოსალოდნელი იყო, მანჩესტერ სიტისთან 0:7 შალკეს ხელმძღვანელების მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი აღმოჩნდა!

დომენიკო ტედესკო

გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ 33 წლის სპეციალისტი, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე ჰქონდა გაფორმებული, თანამდებობიდან გათავისუფლებულია. მის ნაცვლად, გუნდს შალკეს ქომაგებისთვის ძალიან კარგად ნაცნობი ლეგენდები, ჰუუბ სტევენსი და მაიკ ბიუსკენსი ჩაიბარებენ. ლაიპციგთან მატჩისთვის შალკეს სწორედ ისინი მოამზადებენ.

“ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაგვიჭირდა, რადგან დომენიკო ტედესკოს დიდ პატივს ვცემთ. წინა სეზონში გუნდს მისი ხელმძღვანელობით დიდი პროგრესი ჰქონდა და გერმანიის ვიცე-ჩემპიონები გავხდით. სამწუხაროდ, პროგრესი ამ სეზონში შეწყდა და რეგრესი დაიწყო. ბევრი ვიფიქრეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ მწვრთნელის შეცვლა აუცილებელი იყო,” - განაცხადა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ იოხენ შნაიდერმა.

მაიკ ბიუსკენსი და ჰუუბ სტევენსი

დომენიკო ტედესკო შალკეს მთავარ მწვრთნელად 2017 წლის ზაფხულში დაინიშნა და გელზენკირხენულმა კლუბმა მისი ხელმძღვანელობით, პირველსავე სეზონში ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა. მიმდინარე სეზონში კი შალკე გადარჩენისთვის იბრძვის.

კომენტარები

ბოლო ამბები