Thumbnail

სლავიამ სევილია გამოაგდო, არსენალმა რენი დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ევროპალიგაზე ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია
  • 8 მატჩიდან ორ შეხვედრაში დამატებით დრო დაინიშნა

ევროპალიგის მერვედფინალურ ეტაპზე საპასუხო შეხვედრები გაიმართა. პირველი სესიის დროს მომდევნო ეტაპზე ვალენსია, ჩელსი და ნაპოლი გავიდნენ. რაც შეეხება გვიან გამართულ მატჩებს, ფრანქფურტის აინტრახტმა ლუკა იოვიჩის მიერი მე-5 წუთზე გატანილი გოლი ინტერს 1:0 მოუგო და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

უნაი ემერის არსენალიც მომდევნო ეტაპზეა. ლონდონელებმა რენს მარტივად 3:0 სძლიეს და ორი მატჩის ჯამში მეტოქე 4:3 დაამარცხეს. ვილიარეალმა ზენიტს საკუთარ მოედანზეც მოუგო. ესპანელებმა რუსები 2:1 დაამარცხეს და ევროპალიგის მეოთხედფინალში 3 ესპანური გუნდი ითამაშებს.

ორ შეხვედრაში დამატებითი დრო დაინიშნა. პრაღის სლავიამ და სევილიამ ძირითად დროში ფრედ 2:2 ითამაშეს, მეტოქეებმა დამატებით დროში ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ მატჩის 120-ე წუთზე ჩეხებმა ანდალუსიელებს მე-4 გოლიც გაუტანეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. დამატებით დროში მოიგო ბენფიკამაც, რომელმაც ზაგრების დინამოს ძირითად დროში ერთი გოლი გაუტანა, ხოლო დამატებითში მეტოქეს კიდევ ორჯერ გაუტანეს - 3:0.

არსენალი 3:0 რენი

გოლები: 1:0 ობამეიანგი (5), 2:0 ნილსი (15), 3:0 ობამეიანგი (75).

ინტერი 0:1 აინტრახტი

გოლები: 0:1 იოვიჩი (5)

ვილიარეალი 2:1 ზენიტი

გოლები: 1:0 მორენო (29), 2:0 ბაკა (47), 2:1 ივანოვიჩი (91).

სლავია 4:3 სევილია

გოლები: 1:0 მიქაელი (15), 1:1 ბენ იედერი (44), 2:1 სუჩეკი (47), 2:2 ელ ჰადადი (54), 2:3 ვასკესი (98), 3:3 ვან ბურენი (102), 4:3 სიმონ კიაერის ავტოგოლი (120).

ბენფიკა 3:0 ზაგრების დინამო

გოლები: 1:0 ჟონასი (71), 2:0 ფერო (94), 3:0 გრიმალდო (105).

კომენტარები

ბოლო ამბები