Thumbnail

რუსეთის გრანდ სლემზე ქართველების მეტოქეები ცნობილია - ღვინიაშვილი რუსთან იწყებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ეკატერინბურგის გრანდ სლემი - 15-17 მარტი
  • საქართველოს ნაკრებში ერთი ცვლილებაა - მარგველაშვილი ტურნირზე არ გამოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ეკატერინბურგის გრანდ სლემზე 12 ძიუდოისტით იასპარეზებს - ქართველებს ერთი ძიუდოისტი გამოაკლდათ.

ვაჟა მარგველაშვილი ტურნირზე აღარ იასპარეზებს, ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ აღარ გამოვა ქართველი ძიუდოისტი ტატამზე. ეკატერინბურგის გრანდ სლემზე წილისყრა გაიმართა და ქართველების მეტოქეები უკვე ცნობილია.

ნაკრებში დაბრუნებული ბექა ღვინიაშვილი რუს ჯაფარ კოსტოევს შეხვდება. ტატო გრიგალაშვილსა და გელა ზაალიშვილს ტურნირის დაწყება რთულ მეტოქეებთან მოუწევთ - გრიგალაშვილი ტაკანორი ნაგასეს შეხვდება, ხოლო ზაალიშვილი ჰიოგა ოტას დაუპირისპირდება.

ქართველების მეტოქეები ეკატერინბურგის გრანდ სლემზე

-60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი V დალვერ ქულბოჯონოვი (ტაჯიკეთი)
-60 კგ - თემურ ნოზაძე V დოოლოთბეგ კალაიბეკი (ყირგიზეთი)

-66 კგ - ბაგრატ ნინიაშვილი V დავლათალი ნაზარალიევი (ტაჯიკეთი)

-73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი V ევგენი პროკოპჩუკი (რუსეთი)
-73 კგ - ვალერი იაშვილი V გეორგი ელბაკიევი (რუსეთი)

-81 კგ - ლუკა მაისურაძე V კატალინ მარიანი (მოლდოვა)
-81 კგ - ტატო გრიგალაშვილი V ტაკანორი ნაგასე (იაპონია)

-90 კგ - ბექა ღვინიაშვილი V ჯაფარ კოსტოევი (რუსეთი)
-90 კგ - უშანგი მარგიანი -  შახზოტბეკ საბიროვი V იზმაილ ხამხოევი

-100 კგ - ონისე სანებლიძე V დანიელ დიჩევი (ბულგარეთი)
-100 კგ - გიორგი ბერიაშვილი V კაროლის ბაუზა (ლიტვა)

+100 კგ - გელა ზაალიშვილი V ჰიოგა ოტა (იაპონია) - ორ სასონი (ისრაელი)

კომენტარები

ბოლო ამბები