Thumbnail

დრამატული მატჩი კრასნოდარში - ვალენსია გედეშმა იხსნა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ევროპალიგაზე 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა
  •  როგორც მოსალოდნელი იყო, ჩელსი და ნაპოლი მომდევნო ეტაპზე გავიდნენ

ევროპალიგაზე 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, ლონდონის ჩელსიმ ადვილად გაიარა კიევის დინამოს ბარიერი. ინგლისში 3-ბურთიანი ფორით გამარჯვების შემდეგ, მაურიციო სარის შეგირდებმა უკრაინაში კიდევ უფრო დიდი სხვაობით მოიგეს (5:0) და ორი მატჩის ჯამში, დინამო 8:0 დაამარცხეს. შედეგად, ჩელსი მეოთხედფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

ლონდონის ჩელსიმ კიევის დინამო გაანადგურა

ზალცბურგმა 3:1 დაამარცხა ნაპოლი, თუმცა ამ დუელში ინტრიგა პირველივე შეხვედრაში მოკვდა. არკადიუშ მილიკმა სტარტზევე დააწინაურა იტალიური გუნდი, ზალცბურგს კი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად უკვე 5 გოლი სჭირდებოდა, რაც ფანტასტიკის სფეროდან იყო. თამაშიც ისეთი სცენარით წარიმართა, რომ ინტრიგა არ გაცოცხლებულა. ნაპოლი მომდევნო ეტაპზეა.

ძალიან დაძაბული მატჩი გაიმართა რუსეთში, სადაც კრასნოდარმა ვალენსიას უმასპინძლა. პირველი მატჩი "მესტალიაზე" მასპინძლების გამარჯვბით 2:1 დასრულდა და განმეორებითი მატჩი დიდ ინტრიგას ატარებდა. მთელი შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, 85-ე წუთზე კი სულეიმანოვის გოლით კრასნოდარი დაწინაურდა და ეს ანგარიში უკვე რუსული გუნდისთვის იყო მისაღები.

ვალენსია გონსალო გედეშმა იხსნა, რომელმაც 90-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში და შედეგად, ესპანური გუნდი 1/4-ფინალში გავიდა.

დინამო კ. 0:5 (0:3) ჩელსი

გოლები: 0:1 ჟირუ (5), 0:2 ჟირუ (33), 0:3 ალონსო (45), 0:4 ჟირუ (59), 0:5 ჰადსონ-ოდოი (78)

კრასნოდარი 1:1 (1:2) ვალენსია

გოლები: 1:0 სულეიმანოვი (85), 1:1 გედეში (90)

ზალცბურგი 3:1 (0:3) ნაპოლი

გოლები: 0:1 მილიკი (14), 1:1 დაბური (25), 2:1 გულბრანდსენი (65), 3:1 ლეიტგები (90)

კომენტარები

ბოლო ამბები