Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების ყაიმი რუსეთთან
  • ნაკრების მე-4 მედალი ტურნირის ისტორიაში

ასტანაში დასრულდა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკი. ვაჟთა და ქალთა 10-10 საუკეთესო ნაკრები წრიული სისტემით იბრძოდა მსოფლიოს ტიტულისთვის. საქართველოს ნაკრები მხოლოდ ქალთა ტურნირში გამოდიოდა, რადგან ვაჟთა ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა.

ნაკრების კაპიტანი ელიზბარ უბილავა იყო, გუნდს არ ყოლია ლიდერი, მსოფლიოს TOP 10-ის ერთადერთი ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ: ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია.
ბოლო, მე-9 ტურში საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუზავდა და 12 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა. ამდენივე ქულა დააგროვა უკრაინის ნაკრებმა, თუმცა საერთო ქულებით (26 23-ის წინააღმდეგ) საქართველომ მოიპოვა ბრინჯაოს მედლები. 

მსოფლიოს ჩემპიონი ჩინეთი

ორი ვარსკვლავის (იფანი, ვენძიუნი) არყოფნის მიუხედავად, პირველ ადგილზე ჩინეთის ნაკრები გავიდა - 18 ქულა. მე-2 ადგილზე კი რუსეთის ნაკრები გავიდა 14 ქულით. 

ვაჟთა სამეული: 1. რუსეთი - 16, 2. ინგლისი - 13, 3. ჩინეთი - 12.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ზედიზედ მესამე ჩემპიონატში მოიპოვა მედალი - 2015 წელს ზუსტად ამ შემადგენლობით ჩინურ ჩენგდუში ჩემპიონი გახდა, 2017-ში ხანტი-მანსიისკში მესამეზე გავიდა და ახლაც ასტანაში მესამე იყო. პირველი მედალი კი ნაკრებმა თურქულ მარდინში 2011 წელს მოიპოვა (ბრინჯაო).

ასე რომ, ქალთა ნაკრებს 1 გუნდური ოქრო და 3 ბრინჯაო აქვს და ამ მაჩვენებლით მესამეა ჩინეთისა (4 ოქრო, 2, ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და რუსეთის (1 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) შემდეგ.  

კომენტარები

ბოლო ამბები