Thumbnail

‘სახლში მიწასთან გავასწორებთ!’ - რა მისწერა რონალდომ ევრას ატლეტიკოსთან მატჩამდე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრიშტიანო რონალდოს ატლეტიკოსთან გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა
  • პატრის ევრამ პორტუგალიელთან მიმოწერა გაასაჯაროვა

კრიშტიანო რონალდო სიტყვის კაცია. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ფრანგ პატრის ევრასთან მიმოწერაში იუვენტუსის ატლეტიკოსთან ტრიუმფი იწინასწარმეტყველა. ევრამ, რომელიც იუვენტუსშიც თამაშობდა და სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურია, კრიშტიანოსთან WhatsApp-ში მიმოწერა გაასაჯაროვა.

როგორც მიმოწერიდან შანს, ატლეტიკოსთან საპასუხო მატჩის წინ, ევრა რონალდოს დაეკონტაქტა და მას წარმატებები უსურვა: “ძმაო, იმედი მაქვს, რომ ქამბექი შედგება! შენში ეჭვი არასდროს მეპარებოდა! და ხალხი ნერვებს მიშლის, როცა შენ, ან იუვე აგებთ.”

რონალდომ ევრას მოკლედ და თავდაჯერებულად უპასუხა: “ვიცი. გავალთ, ძმაო. სახლში მათ მიწასთან გავასწორებთ.” ევრა: “ზუსტად! Viva Ronaldo”

როგორც იცით, ასეც მოხდა და ეს პირველ რიგში სწორედ რონალდოს დამსახურებაა, რომელმაც 3:0 მოგებულ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ პატრის ევრა და კრიშტიანო რონალდო მანჩესტერ იუნაიტედში თანაგუნდელები იყვნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები