Thumbnail

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა კარიერა დაასრულა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • უჩა ლობჟანიძე ბოლოს თბილისის ლოკომოტივში ასპარეზობდა
  • 32 წლის მცველს საქართველოს ნაკრებში 53 მატჩი აქვს ჩატარებული

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა უჩა ლობჟანიძემ კარიერა დაასრულა. ბოლოს, 32 წლის მცველი თბილისის ლოკომოტივში ასპარეზობდა. იქამდე, არაერთ ქართულ და უცხოურ გუნდში თამაშობდა, მათ შორის თბილისის დინამოში, ზესტაფონში, ბათუმის დინამოში, ომონიაში, კრივბასში და დნიპროში.

უჩა ლობჟანიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2008 წლიდან ასპარეზობდა და 10 წლის განმავლობაში 53 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ლობჟანიძემ სექტემბერში ტრავმა მიიღო და კარიერის დასრულებაც ამიტომ გადაწყვიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები