Thumbnail

ზიდანის პირველი ტრანსფერი - პრიმეირას საუკეთესო მცველი რეალში ითამაშებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რეალმა მილიტაო 50 მილიონად გამოისყიდა
  • მილიტაო ზედიზედ 5-ჯერ დაასახელეს თვის მცველად

ზინედინ ზიდანმა რეალში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში პირველი ტრანსფერი განახორციელა - პორტუს ბრაზილიელი მცველი ედერ მილიტაო  რეალის ფეხბურთელია. 

რეალის ოფიციალური გვერდი სიტყვაძუნწია: "რეალ მადრიდი და პორტუ ედერ მილიტაოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ. მომდევნო ექვსი სეზონის განმავლობაში, 2025 წლის 30 ივნისამდე მილიტაო რეალში ითამაშებს".

ედერ გაბრიელ მილიტაო 21 წლისაა. ბოლო ხუთი თვეა (სექტემბერი-იანვარი), მას პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად ასახელებენ. 

ზიდანი მუშაობას შეუდგა

მილიტაო უნივერსალია, მას შეუძლია თამაში, როგორც დაცვის ცენტრში, ისე მარჯვენა ფლანგზე. მისი საუკეთესო თვისებებია - პოზიციის შერჩევა, დაცვაში ძლიერი თამაში და სისწრაფე. დამატებით, მილიტაო შესანიშნავია საჰაერო ორთაბრძოლებში. 

სწრაფი პროგრესი

მილიტაო ბრაზილიის ნაკრებში

ბრაზილიელი შარშან ზაფხულში გადავიდა პორტუში და ევროპულ ფეხბურთთან შეგუება არ გასჭირვებია. 34 მატჩში მან 3 გოლი გაიტანა. 2018 წლის სექტემბერში მას დებიუტი ჰქონდა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ელ სალვადორის წინააღმდეგ. 

მილიტაო სან პაულუს აღზრდილია. 19 წლის ასაკში მას პირველ გუნდში ჰქონდა დებიუტი. 

სატრანსფერო თანხა ოფიციალურად არ გაჟღერებულა, მაგრამ მედიის ინფორმაციით, რეალს პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო მცველი 50 მილიონი ევრო დაუჯდება.

საქმე ისაა, რომ რეალმა მისი გამოსასყიდი თანხა გადაიხადა. ეს, რომ ახლა არ გაეკეთებინა, მილიტაოს გამოსასყიდი თანხა 50%-ით გაიზრდებოდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები