Thumbnail
  • 19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ივარჯიშა
  • გენტს ბელგიის ჩემპიონატში კვირას სენტ ტრუიდენთან მნიშვნელოვანი მატჩი ელის
  • ჩაკვეტაძე შვეიცარიასა და ირლანდიასთან მატჩებისთვის ნაკრების განაცხადში არაა 

ბელგიური მედიის ცნობით, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოიშუშა და მოედანზე გასასვლელად მზადაა. გენტის 19 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მუხლზე პრობლემების გამო ბოლო სამ თვეში სულ ორ მატჩში ითამაშა (ბოლოს 30 იანვარს), 14 მარტს, გუნდის ღია ვარჯიშზე ჯგუფთან ერთად გამოჩნდა და არის იმედი, რომ კვირას, ბელგიის ჩემპიონატის პირველი ეტაპის ბოლო, 30-ე ტურშიც ითამაშებს.

გენტს 47 ქულა აქვს და ჟუპილერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა, რაც საჩემპიონო ჯგუფის საგზურს იძლევა. ამდენივე ქულა, მაგრამ ბურთების უარესი შეფარდება აქვს სენტ ტრუიდენს. ჩაკვეტაძის გუნდი კვირას, სწორედ მთავარ მეტოქეს ესტუმრება. გენტს მიზნის მისაღწევად ფრეც ჰყოფნის - ექვსეულში დარჩება და საჩემპიონო პლეი ოფში თამაშის უფლებას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ გენტმა ჩემპიონატის პირველ წრეში სენტ ტრუიდენთან შინ წააგო (1:2), შემდეგ კი მეტოქეს სტუმრად სათასო მატჩში (3:1) აჯობა. ჩაკვეტაძემ ორივე შეხვედრაში ითამაშა, თუმცა შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულია.

გიორგი ბოლო სამ თვეში მოედანზე სულ ორჯერ გამოჩნდა

მომავალ დაპირისპირებასა და გენტში ჩაკვეტაძის დაბრუნებას ბელგიური მედია ეხმაურება.

voetbalnieuws.be: "გენტმა ბოლო სამ მატჩში შესაძლებელი 9 ქულიდან 9 მოიპოვა და პირველ ექვსეულში დაბრუნდა. ამ უქმეებზე გუნდს პლეი ოფის საგზურის გაფორმება შუეძლია, რისთვისაც სენტ ტრუიდენის მოედანზე ქულაც ეყოფა. ეს მეტოქის ხელოვნურსაფარიან Stayenზე იოლი არ იქნება, მაგრამ იეს ტორუპი მატჩს დამატებითი კოზირით ხვდება.

ბოლოს და ბოლოს, გენტს კვირის მატჩში შესაძლებლობა ექნება, დაიხმაროს თავისი სწრაფი და ტექნიკურად ძლიერი მოთამაშე. კლუბში კარგი სიახლეა - ჯგუფთან ერთად ივარჯიშა გიორგი ჩაკვეტაძემ. შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელი ამ უქმეებზე თამაშსაც შეძლებს".

რა თქმა უნდა, გიორგი ჩაკვეტაძის გამოჯანმრთელება სასიხარულო საიხლეა ქართველი გულშემატკივრებისთვის, დასანანი კი ისაა, რომ 19 წლის ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მარტის შეხვედრებში ალბათ მაინც ვერ დაეხმარება. 

ჩაკვეტაძე უეფას ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების მთავარი იმედი იყო

ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გამოსვლას 23 მარტს, თბილისში, შვეიცარიის ნაკრებთან, სამი დღის შემდეგ კი სტუმრად ირლანდიასთან შეხვედრებით დაიწყებს. ვაისის სანაკრებო სიაში ჩაკვეტაძე ვერ მოხვდა და ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, შეიტანს თუ არა სლოვაკი სპეციალისტი თავის განაცხადში ცვლილებას.

კომენტარები

ბოლო ამბები