Thumbnail

ბარსას პრობლემა აქვს! დემბელეს ლიონთან არ უნდა ეთამაშა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • უსმან დემბელემ ლიონთან მატჩში ტრავმა მიიღო
  • ფრანგი გარემაბი დაახლოებით ერთი თვე ვეღარ ითამაშეს 

უსმან დემბელე ისევ დაშადა და ეს ბარსელონასთვის სერიოზული პრობლემაა. ფრანგმა გარემარბმა ტრავმა ლიონთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში მიიღო - თამაშში, რომელიც კატალონიელებმა 5:1 მოიგეს.

ბარსამ 21 წლის დემბელეს ტრავმა ოფიციალურად დაადასტურა. ფრანგი ფეხბურთს მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 4 კვირას ვეღარ ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ უსმან დემბელეს ტრავმა მატჩამდეც აწუხებდა. ლიონთან იგი ძირითად შემადგენლობაში არ იყო. ბარსას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ დემბელე მოედანზე თამაშის დამთავრდებამდე 20 წუთით ადრე შეუშვა და მან გოლის გატანაც შეძლო. ესპანური მედია წერს, რომ დემბელეს თამაში ლიონთან რისკი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები