Thumbnail

თურქეთის სასამართლომ ცხინვალის ფეხბურთელები გაამართლა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართული კლუბის ფეხბურთელებს თურქეთის დატოვება ეკრძალებოდათ
  • სასამართლომ არც ფინანსური და არც სადეპორტო სანქცია არ გამოიყენა

თურქეთის სასამართლომ საფეხბურთო კლუბ ცხინვალის 5 ფეხბურთელი გაამართლა, რომლებსაც ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობა ედებოდათ ბრალად. ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული და მათ ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდათ.

სასამართლომ ფეხბურთელების წინააღმდეგ არც ფინანსური და არც სადეპორტო სანქცია არ გამოიყენა. ცხინვალის ფეხბურთელები უახლოეს დღეებში დატოვებენ თურქეთს და სამშობლოში დაბრუნდებიან.

ბრალდებულები თავიდანვე უარყოფდნენ ქურდობის ფაქტს. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ცხინვალის დირექტორმა, ქართლოს რუხაიამ შემდეგი განმარტება გააკეთა:

“გაუგებრობა მოხდა, რადგან ფეხბურთელებმა შეიძინეს ნივთები, პრობლემა კი იმიტომ შეიქმნა, რომ რატომღაც ნივთების გატარება არ მოხდა. საბედნიეროდ, ფეხბურთელებს შენახული ჰქონდათ ქვითრები, ისინი დაიკითხნენ და დარწმუნებული ვარ, პრობლემა მოგვარდება”.

კომენტარები

ბოლო ამბები