Thumbnail

გია ცეცაძემ 23 ფეხბურთელს უხმო - წინ ორი ამხანაგური მატჩია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • U21 საქართველოს ნაკრები სლოვენიას და ისრაელს დაუპირისპირდება
  • ორივე მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება

22 და 26 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. გია ცეცაძის გუნდი ჯერ სლოვენიას შეხვდება, მერე კი ისრაელს. ორივე ამხანაგური შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

21-წლამდელები 18 მარტიდან შეიკრიბებიან და ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ივარჯიშებენ. უახლოესი ორი მატჩისთვის გია ცეცაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა...

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), ლუკა სანიკიძე (თელავი);

მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), დავით კობოური (დინამო თბ), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), გივი ხეცურიანი (სიონი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დილა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ხირონა, ესპანეთი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), თემურ ჩოგაძე (რუსთავი), ზუკა დავითაშვილი (ლოკომოტივი);

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი).

ფოტო: GFF.GE-დან

კომენტარები

ბოლო ამბები