Thumbnail
  • 6-13 აპრილს, ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
  • 5 აპრილს, ლევან საგინაშვილი ტოპ 8 მკლავჭიდელის ტურნირის მოგებას შეეცდება
  • 6 აპრილს, სტრონგმენი კონსტანტინე ჯანაშია ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად იბრძოლებს

ქართული სპორტის მოყვარულებისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სპორტის ინდივიდუალური და ძალისმიერი სახეობები უყვარს, აპრილი საინტერესო და მნიშვნელოვანი თვეა. ლაშა ტალახაძე, ლევან საგინაშვილი და კონსტანტინე ჯანაშია - სამივეს შეგვიძლია ვუწოდოთ უძლიერესი ათლეტი და აპრილში სამივეს უმნიშვნელოვანესი ტურნირი ელოდება.

ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)

6-13 აპრილს, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ტურნირი ბათუმში ჩატარდება და შესაბამისად, საქართველოს ნაკრები მასპინძლის რანგში იქნება. გიორგი ასანიძემ უკვე დაასახელა ეროვნული გუნდის შემადგენლობა, რომლის ლიდერიც უკვე ლეგენდარული ძალოსანი ლაშა ტალახაძეა. ევროპის და მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი, მსოფლიოს წლის საუკეთესო ძალოსანი და არაერთი რეკორდის ავტორი, ტურნირისთვის თანაგუნდელებთან ერთად დუშეთში ემზადება. 

ლაშა ტალახაძეს დიდი გეგმები აქვს და ამაზე გასული წლის ნოემბერში პოპსპორტთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ ასტრონომიული წონა: 500 კილოგრამი ახსენა, თუმცა იქვე დაამატა რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და მოვლენათა ფორსირება საჭირო არაა. ვნახოთ, იქნებ სწორედ ევროპის ჩემპიონატზე დადგეს 500 კილოგრამის აწევის დრო. 6-13 აპრილს ბათუმში დიდი ამბავია.

წაიკითხე'ჩვენი მიზანია ასტრონომიული წონა: 500 კილოგრამი'

ლევან საგინაშვილი (მკლავჭიდი)

მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილისთვის, იგივე ქართველი ჰალკისთვის, 2019 წელი განსაკუთრებულია! ტოპ 8 მკლავჭიდელის ტურნირის პირველი ეტაპი 5 აპრილს მალაიზიაში გაიმართება და შემდეგ, სამ ეტაპად ჩატარდება.

“რა მიზნებიც მქონდა დასახული, ყვველა ეტაპი გავიარე და დამრჩა მხოლოდ ერთი ნაბიჯი: ტოპ 8 მკლავჭიდელს შორის გამარჯვება. თუ ამ ტურნირსაც მოვიგებ, უკვე თამამად ვიტყვი, რომ ყველაფერი მოგებული მაქვს. შემდეგ უკვე ახალი მიზნები გაჩნდება, ამ ეტპზე კი სწორედ ამ ამოცანაზე ვარ კონცენტრირებული. იქ იქნება ლეგენდარული დენის ციპლინკოვიც, რომელსაც მკლავჭიდის ტედი რინერი შეგვიძლია ვუწოდოთ. სწორედ ჩემი და ციპლინკოვის დაპირისპირებას ელოდება მკლავჭიდის სამყარო”” - ეს ლევან საგინაშვილის სიტყვებია.

ქართველი ჰალკი

🎙მიზანი ლეგენდარული რუსის დამარცხებაა! 📝 სრული ინტერვიუ აქ: bit.ly/Hulk_PS

Posted by popsport on სამშაბათი, 12 თებერვალი, 2019

 

კონსტანტინე ჯანაშია (სტრონგმენი)

'ქართველი ჰალკის' შემდეგ, 'ქართველ ხარზეც' უნდა ვთქვათ. კონსტანტინე ჯანაშია პროფესიონალი სტრონგმენია, უკვე 4 წელია მსოფლიოს საუკეთესო სტრონგმენებშია და დიდ წარმატებებსაც აღწევს. ქუთაისელი სპორტსმენი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელაც მანჩესტერი 6 აპრილს უმასპინძლებს. 

კონსტანტინე ჯანაშიას უძლიერესი კონკურენტები ეყოლება - ევროპის საუკეთესო სტრონგმენები, მისი მიზანი კი გამარჯვებაა. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯანაშიამ ბრწყინვალედ იასპარეზა და ჯამში მეორე ადგილი დაიკავა. ეს ტურნირი 'ქართველი ხარისთვის' განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია, რადგან 510-კილოიანი შტანგა ამოწია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. წინ 2019 წლის კონტინენტის პირველობა და ახალი გამოწვევებია. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე ჯანაშია მეგობრობს როგორც ლაშა ტალახაძესთან, ისე ლევან საგინაშვილთან... 

წაიკითხე | ქართველი ხარი - ძლიერი კაცი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს

"ორივესთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ისევე როგორც მე, ლაშასაც და ლევანსაც აპრილში ელოდებათ უმნიშვნელოვანესი ტურნირები და მინდა მათ წარმატება ვუსურვო. ორივეს მთელი სულით და გულით ვგულშემატკივრობ!" - განაცხადა 'ქართველმა ხარმა'.

კომენტარები

ბოლო ამბები