Thumbnail

ზედიზედ მეორე გამარჯვება - ტოჩინოშინმა ბრაზილიელი დოჰიოდან გაიყვანა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის გამარჯვება
  • გაგამარუს მარცხი

წლის მეორე სუპერტურნირ ჰარუ ბაშოზე მე-5 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ოძეკი ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) მეტოქე ბრაზილიელი პირველი მაეგაშირა კაისეი იყო. ქართველმა სუმოისტმა იორიკირის ილეთით გაიყვანა 200-კილოიანი მეტოქე დოჰიოდან.

ტოჩინოშინს 3-2 ბალანსი აქვს. შეგახსენებთ, რომ ოძეკის ტიტულის შენარჩუნებისთვის ლევან გორგაძეს აუცილებლად ესაჭიროება 8 ორთაბრძოლის მოგება. 

მე-6 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე კომუსუბი მიტაკეუმი იქნება. ქართველი სუმოისტი ურთიერთშეხვედრებში 6:3 უგებს. 

ჯურიოს დივიზიონის მე-8 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ჰიკიოტოშის ილეთით დამარცხდა მე-5 ნომერ კიოკუტაისეისთან. გაგამარუს მომდევნო მეტოქე დაიშომარუა. გაგამარუს 2-3 ბალანსი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები