Thumbnail

ბაიერნი მიუნხენში დამარცხდა - ლივერპული მეოთხედფინალშია!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბაიერნი 1:3 ლივეპრული
  • 0:1 - მანე (26), 1:1 - მატიპი (ს.კ. 39), 1:2 - ვან დაიკი (69), 1:3 - მანე (84)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური რაუნდის საპასუხო მატჩში, მიუნხენის ბაიერნი ალიანც არენაზე ლივერპულთან 1:2 დამარცხდა და ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა.

შეხვედრაში პირველი გოლი სადიო მანემ 26-ე წუთზე გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებში გატანილი გოლებით სტივენ ჯერარდს და რობერტო ფირმინოს გაუთანაბრდა - 6

1:0 - მანე (26)

ანგარიში ჯოელ მატიპის საკუთარ კარში გატანილი გოლით გათანაბრდა. მატიპამდე იგივე ლივერპულის მაისურით სამი ჰიიპიას, ჯეიმს მილნერს და იონ არნე რიისეს ჰქონდათ გაკეთებული.

1:1 - მატიპი (ს.კ.39)

ლივერპული 69-ე წუთზე კლუბის დაცვის ლიდერმა - ვირჯილ ვან დაიკმა თავური დარტყმით დააწინაურა. რითიც კრეიგ ბელამის რეკორდი გაიმეორა - ლიგაზე გასვლით მატჩში გატანილი გოლი და საგოლე გადაცემა. უელსელმა ეს 2007 წელს ბარსელონას წინააღმდეგ გააკეთა.

1:2 - ვან დაიკი (69)

საპასუხო შეხვედრას საბოლოო წერტილი ისევ სადიო მანემ დაუსვა, 84-ე წუთზე სენეგალელმა მოჰამედ სალაჰის შესანიშნავ გადაცემას ზუსტი გაგრძელება მოუძებნა და ბურთი ნოიერის კარში ამჯერად თავით გადაგზავნა და დუბლი შეასრულა.

1:3 - მანე (84)

საინტერესო ფაქტები

⚽ კრეიგ ბელამის შემდეგ (2007) ვირჯილ ვან დაიკი გახდა ლივერპულის პირველი მოთამაშე, ვინც ლიგის გასვლით მატჩში გაიტანა და სხვასაც გაატანინა.

⚽ ჯოელ მატიპი ლივერპულის ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელია, ვინც საკუთარ კარში გაიტანა გოლი, დანარჩენი სამი - სამი ჰიიპია, ჯეიმს მილნერი და ჯონ არნე რიისე არიან.

⚽ გასვლაზე ლიგის მატჩებში 6 გოლი სადიო მანეს გარდა, მხოლოდ რობერტო ფირმინოს და სტივენ ჯერარდს აქვთ გატანილი.

⚽ მანუელ ნოიერი გახდა მეოთხე გერმანელი, ვინც ლიგაზე 100 მატჩი ჩაატარა, დანარჩენი სამი ფილიპ ლამის (112), თომას მიულერი (105) და ოლივერ კანი (103) არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები