Thumbnail
  • ბარსელონა 5:1 (0:0) ლიონი
  • ლიონელ მესის 2 გოლი და 2 ასისტი
  • 1/4 ფინალების წილისყრა 15 მარტს გაიმართება

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში ბარსელონამ "კამპ ნოუზე" ლიონს უმასპინძლა, 5:1 გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში პირველი დაპირისპირება 0:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლიონელ მესი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და ორი საგოლე პასიც მიითვალა. 

პენალტი ლიონის კარში

შიმონ მარცინიაკმა ჯეისონ დენაიერის თამაში საჯარიმოში უხეშობად ჩათვალა და სტუმართა კარში პენალტი დანიშნა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ძალაში მხოლოდ მას მერე დარჩა, რაც VAR-მა მომენტი შეამოწმა. ფრანგები აპროტესტებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ლუის სუარესმა ეს ეპიზოდი გააფორმა.

1:0 მესი (18-პენ) 

ლიონელ მესიმ პენალტი გოლად აქცია. არგენტინელმა გოლი ანტონი ლოპეშის კარში პანენკას სტილში გაიტანა. 

2:0 კოუტინიო (31) 

ლუის სუარესმა საჯარიმოში ფილიპე კოუტინიო მოძებნა და ბრაზილიელმაც ახლო მანძილიდან ცარიელ კარში ორამდე გაზარდა ბარსელონას უპირატესობა. 

სულ მალე ლიონმა ტრავმის გამო მეკარე ანტონი ლოპეში დაკარგა, მის ნაცვლად სტუმართა კარში მატიო გორგელენი ჩადგა. 

2:1 ტუსარი (58)

ლუკა ტუსარმა ბარსელონას ცენტრალური მცველების დაბნეულობით ისარგებლა, ბურთი მხრით ჩამოიღო და ტერ შტეგენის კარში გაიტანა. VAR ისევ საჭირო გახდა, თუმცა გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. 

3:1 მესი (78)

მესიმ ცენტრიდან შეუტია ორ მცველს დაახვია თავბრუ და დუბლი შეასრულა. 

4:1 პიკე (81)

ლეომ ამჯერად ასისტენტის ფუნქცია იტვირთა, ჟერარდ პიკემ ფაქტობრივად ცარიელ კარში გაიტანა. 

5:1 უსმან დემბელე (86)

ბარსელონამ კონტრშეტევაზე იხეირა - ლეო მესიმ ბურთი წამოიღო და მარცხნივ უსმან დემბელე მოძებნა. 

ბარსელონა 5:1 ლიონი

გოლები: 1:0 მესი (18-პენ), 2:0 კოუტინიო (31), 2:1 ტუსარი (58), 3:1 მესი (78), 4:1 პიკე (81), 5:1 უსმან დემბელე (86)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო (83. სემედუ), პიკე, ლონგლე, ალბა - არტური (74. არტურო ვიდალი), ბუსკეტსი, რაკიტიჩი - მესი, ლუის სუარესი, კოუტინიო (70. უსმან დემბელე)

ლიონი (5-3-2): ლოპეში (34. გორგელენი) - დუბუა, დენაიერი, მარსელო, მარშალი, მენდი (77. კორნე) - ნდომბელე, ფეკირი, ტუსარი - მუსა დემბელე, დეპაი (73. ბ. ტრაორე)

კომენტარები

ბოლო ამბები