Thumbnail

პირველი ქართველი გოგონა UFC-ში - ლიანა ჯოჯუამ მიზანს მიაღწია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 23 წლის ქართველმა მებრძოლმა გოგონამ UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა
  • მისი პირველი მეტოქისა და ბრძოლის თარიღის შესახებ მალე გამოცხადდება

შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა გოგონამ ლიანა ჯოჯუამ ჩანაფიქრი განახორციელა და UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი კლუბის, "ახმატის" პრესსამსახური ავრცელებს.

"კლუბ ახმატის მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ კონტრაქტი UFC-სთან გააფორმა. მისი პირველი მეტოქის შესახებ უახლოეს მომავალში გამოცხადდება. ლიანა 61.2 კგ წონით კატეგორიაში გამოვა", - იუწყება რუსული კლუბი. 

Боец клуба АХМАТ Лиана Джоджуа подписала контракт с ЮФС. Дата дебюта и имя первой соперницы в американском промоушне...

Posted by Fight Club Akhmat on ოთხშაბათი, 13 მარტი, 2019

23 წლის ქართველი გოგონა, რომელიც რუსეთში გამოდის და ცნობილია მეტსახელით "მგელი", ყველაზე მსუბუქ წონაში ММА-ს საჩემპიონო ქამრის მფლობელია, შერეულ ორთაბრძოლებში კი ჯამში მის ანგარიშზე 9 ორთაბრძოლაა, საიდანაც 7-ში გამარჯვება აქვს მოპოვებული.

ლიანა ჯოჯუა სპორტ-დარბაზში

დიანა ჯოჯუამ, რომელიც რუსეთში მოღვაწეობის მიუხედავად, ყოველთვის საქართველოს სახელით გამოდის, UFC-ში გადასვლის სურვილის შესახებ შარშან შემოდგომით POPSPORT-თან ინტერვიუშიც განაცხადა. 

მეტი ამ თემაზე: 'ჩემი მიზანი UFC-ში ბრძოლაა' - ინტერვიუ ლიანა ჯოჯუასთან

კომენტარები

ბოლო ამბები