Thumbnail

ახალი სახე ინგლისის ნაკრებში - საუთგეიტმა შემადგენლობა დაასახელა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დეკლან რაისი ინგლისის ნაკრებში პირველად გამოიძახეს
  • საუთგეიტი ჩეხეთთან და მონტენეგროსთან მატჩებისთვის ემზადება...

გარეტ საუთგეიტმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის, ინგლისის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, სადაც ვესტ ჰემის ახალგაზრდა საყრდენი - დეკლან რაისიც მოხვდა.

რაისმა რამდენიმე კვირის წინ ირლანდიის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა და ინგლისი აირჩია. "დეკლანმა სწორად, ღიად და გასაგებად გამოხატა თავისი აზრი, ჩვენ მას დიდი ხანი ვაკვირდებოდით და მოგვწონდა მისი თამაში." - ამბობს საუთგეიტი.

დეკლან რაისი (ვესტ ჰემი)

იუნაიტედის ჯესი ლინგარდი და სპურსის ჰარი უინკსი ტრავმის გამო ჩეხეთთან და მონტენეგროსთან მატჩებს გამოტოვებენ. საუთგეიტმა ასევე შემადგენლობის მიღმა დატოვა ჯეიმს უორდ-პროუსი (საუთჰემპტონი), აგნუს განი (ბრაიტონი) და კრისტალ პალასის აარონ ვან-ბისაკა.

მეკარეები: ჯეკ ბატლანდი (სტოკ სიტი), ტომ ჰიტონი (ბარნლი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი)

მცველები: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (ლივერპული), ბენ ჩილველი (ლესტერ სიტი), მაიკლ კინი (ევერტონი), ჰარი მაგუაირი (ლესტერ სიტი), დენი როუზი (ტოტენჰემ ჰოთსპური), ლუკ შოუ (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), ჯეიმს ტარკოვსკი (ბარნლი), კირან ტრიპიე (ტოტენჰემ ჰოთსპური), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი)

ნახევარმცველები: დელე ალი (ტოტენჰემ ჰოთსპური), როს ბარკლი (ჩელსი), ფაბიან დელფი (მანჩესტერ სიტი), ერიკ დაიერი (ტოტენჰემ ჰოთსპური), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), რუბენ ლოფტუს-ჩიკი (ჩელსი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემ იუნაიტედი)

ფორვარდები: ჰარი კეინი (ტოტენჰემ ჰოთსპური), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდის ბორუსია), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი)

კომენტარები

ბოლო ამბები