Thumbnail
  • ინტერის 26 წლის ფორვარდი კლუბს სავარაუდოდ ზაფხულში შეიცვლის
  • არგენტინელის ცოლი და აგენტი ვანდა ნარა მოლაპარაკებებს უკვე მართავს

მაურო იკარდი ვერაფრით ახერხებს მილანის ინტერთან ახალი კონტრექტების პირობების შეთანხმებას. თებერვალში 26 წლის არგენტინელს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს და ის აღარც მოედანზე გამოჩენილა. მაურო ამის მიზეზად მუხლზე პრობლემებს ასახელებს. მისი ცოლი და აგენტი ვანდა ნარა კი ამტკიცებს, რომ იკარდის ნერაძურის დატოვება არ სურს, მაგრამ მედია საპირისპიროს ამტკიცებს…

მაგალითად, იტალიური მედია იუწყება, რომ მაური იკარდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიძლება ნაპოლიში არ აღმოჩნდეს. ნეაპოლის კლუბმა, რომელსაც არგენტინელის გადაბირება ჯერ კიდევ სამი წლის წინ სურდა, ფეხბურთელის წარმომადგენლებთან წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გამართა და მზადყოფნა გამოთქვა, წელიწადში ხელფასად 9 მილიონი ევრო შესთავაზოს, რასაც 2 მილიონი ბონუსად დაემატება.

ვანდა ნარას მაუროს პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკებები დაწყებული აქვს

კიდევ ერთი იტალიური კლუბი, რომელსაც იკარდი აინტერესებს, ტურინის იუვენტუსია და ეს კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ დაადასტურა.

არგენტინელი ფორვარდის მომავალს მადრიდის რეალსაც უკავშირებენ, სადაც ახლახან ზინედინ ზიდანი დაბრუნდა. ბოლო ინფორმაციით, კვირის დასაწყისში სამეფო კლუბის წარმომადგენლები ვანდა ნარას დაუკავშირდნენ. წინასწარი მოლაპარაკებების დროს კი მადრიდელებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ მათი წინადადება ნაპოლისას დაჩრდილავს.

მეტი ამ თემაზე: ინტერი მაურო იკარდის ზაფხულში გაყიდვას უპირებს - თანაც, იაფად!

მიმდინარე სეზონში იკარდიმ მილანელთა მაისურით ყველა ტურნირში 28 მატჩში ითამაშა, გაიტანა 15 გოლი და მიითვალა 3 საგოლე პასი.

მაურო იკარდის ინტერთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. transfermarkt მის სავარაუდო სატრანსფერო ფასად 90 მლნ ევროს ასახელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები